ადიდებულმა მდინარე ტეხურამ მარტვილში ელექტროგადამცემი ხაზი დააზიანა

115

დასავლეთ საქართველოში ძლიერი წვიმის და ნალექის გამო, ადიდებულმა მდინარე ტეხურამ წაიღო 35 კვ მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი „წყემის“ საყრდენი, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ 10 000-მდე აბონენტს მარტვილის რაიონში.

სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ბრიგადები მობილიზებულები არიან, რომ ოპერატიულად განახორციელონ აღდგენითი სამუშაოები. ახალი საყრდენი მომზადებულია, თუმცა ადიდებულმა მდინარემ გადაკეტა დაზიანების ადგილამდე მისასვლელი გზა, შესაბამისად სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება ფერხდება, რადგან ადგილზე შესვლა ვერ ხერხდება მდინარის დონის დაწევამდე.

როგორც კი მდინარის დონე დაიწევს და მოხერხდება დაზიანების ადგილზე შესვლა, კომპანია განახორციელებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს. 

Comments
Loading...