ავიაკომპანია “Myway Airlines” თელ-ავივის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებას იწყებს

139
ქართული სამგზავრო ავიაკომპანია "Myway Airlines"-ი, 2018 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, საქართველოსა და ისრაელს შორის რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას განახორციელებს.
 
რეისები თბილისი – თელ-ავივი – თბილისის საჰაერო ხაზზე 28 ივნისიდან, კვირაში 3 სიხშირით, ყოველი ორშაბათს, ხუთშაბათსა და კვირას, Boeing B737-800 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.
 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია "Myway Airlines"-ს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის ნებართვა 21 ივნისს მიენიჭა.
 
ქართულმა ავიაკომპანიამ რეგულარული საავიაციო მიმოსვლა 12 ივნისიდან დაიწყო. საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი "Myway Airlines"-ზე იანვარში, ხოლო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა თებერვალში გაიცა. ამ ეტაპზე "Myway Airlines"-ის საკუთრებაში 2007 წელს გამოშვებული ორი ერთეული Boeing B 737-8AL იმყოფება. ავიაკომპანიის ბაზირების ადგილია საქართველო.
Comments
Loading...