“ალიანს ჯგუფ კაპიტალმა” ღვინის ბიზნეს პროექტში გამარჯვებული სტუდენტები დააჯილდოვა

449

ორშაბათს, 15 მაისს 13:00 საათზე "ალიანს ჯგუფი კაპიტალის" ოფისში გაიმართა ვორქშოპის გამარჯვებული გუნდის დაჯილდოება.

"ალიანს ჯგუფი კაპიტალის" საინვესტიციო სამსახურის უფროსმა, დავით ქარდავამ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაატარა ვორქშოპი სახელწოდებით "წარმატებული ბიზნეს გეგმა ინვესტორებთან ეფექტური კომუნიკაციისთვის".

ვორქშოპის ფარგლებში მოხდა "ალიანს ჯგუფი კაპიტალის" საქმიანობის გაცნობა და სპეციალური ქეისის შეთავაზება სტუდენტებისთვის. თსუ-ს სტუდენტებისგან ჩამოყალიბდა სამუშაო ჯგუფები, რომელთაც გადაეცათ ალიანს კაპიტალის ერთ-ერთი პროექტის ქეისი.

გამარჯვებულ გუნდს ალიანს ჯგუფმა გადასცა სერტიფიკატები, ფულადი ჯილდო და სამომავლოდ ჩართავს პროექტის განვითარებაში. გამომცემლობა "პალიტრა L"-მა კი გადასცა წიგნები.

Comments
Loading...