ამერიკელი უფლებადამცველი აქვეყნებს სტატიას სათაურით – “ირინა სავიცკაიას საქმე, მაგნიტსკის ახალი საქმე?”
ირინა სავიცკაია სამართალდამცველებმა მიმდინარე წლის 30 ივნისს ქალაქ ბათუმში დააკავეს. ის სადისტრიბუციო კომპანია "leader distribution"-ის ბუღალტერია, ამასთანავე არის უკრაინაში მოქმედი ოპოზიციური რადიკალური პარტიის აქტივისტი და სახალხო დეპუტატის სერგეი რიბალკას მეგობარი. უფლებათდამცველები არ გამორიცხავენ, რომ უკრაინის ხელისუფლებას სწორედ რიბალკას დისკრედიტაციისთვის სურთ სავიცკაიას გამოყენება. უკრაინის გენერალური პროკურატურა საქართველოს ხელისუფლებისგან სავიცკაიას ექსტრადირებას მოითხოვს.
ამერიკელმა უფლებათდამცველმა ფრედ ლებედიმ ახლებურად შეხედა უკრაინის მოქალაქის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებისგან ექსტრადირებას ელის.
მისი აზრით, ირინა სავიცკაიას სკანდალური საქმე ანუ უკრაინის მოქალაქის საქმე, რომლის ექსტრადირებას საქართელოს ხელისუფლება უკრაინის პროკურატურის მოთხოვნის თანახმად აპირებს, შესაძლოა, "მაგნიცკის მეორე საქმე" გახდეს.
გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემა TheOrangeCountyRegister-მა, რომელიც კალიფორნიაში გამოდის, ამერიკის შეერთებულ შტატებში ცნობილი უფლებათდამცველის ფრედ ლებედის სვეტი გამოქვეყნა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის პრობლემატიკაზე სპეციალიზირდება.
აღნიშნულ სვეტში ფრედ ლებედი არა მხოლოდ ქართველი მკითხველისთის ცნობილ ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას თუ როგორ ხდება ირინა სავიცკაიას უკანონო დევნა უკრაინის ოპოზიციონერ პოლიტიკოს სერგეი რიბალკაზე პოლიტიკური ზეწოლის განხორციელების მიზნით, არამედ ახალ ფაქტებსაც ააშკარავებს, დეტალებს უკრაინელი ოლიგარქის, გენადი ბუტკევიჩის წარსულიდან, რომელიც "АТБ"-ის მსხვილი ქსელის მფლობელია და სავარაუდოდ კავშირი აქვს სპეცსამსახურებთან.
ავტორის თქმით, სავარაუდოდ, სწორედ მას შეიძლება ჰქონოდა გავლენა სამართალდამცავ ორგანოებზე, რომელებიც რიბალკას ჯერ კიდევ ვიქტორ იანუკოვიჩის რეჟიმიდან მოყოლებული თვალყურს ადევნებდნენ. უფლებათდამცველი სავიცკაიას საქმეს სერგეი მაგნიცკის საქმესთან აიგივებს.
სერგეი მაგნიცკი რუსი აუდიტორია, რომელმაც რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების მიტაცება გამოაშკარავა და აღნიშნულ საქმესთან დაკავშირება გამოძიება დაიწყო. თუმცა, საბოლოო ჯამში, ის თავად დაადანაშაულეს კლიენტის დახმარებაში თავი აერიდებინა გადასახადებისთის.
მაგნიცკი რუსეთის საგამოძიებო იზოლატორში ტრაგიკულად დაიღუპა. ამის შემედგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ მიიღეს ე.წ მაგნიცკის კანონები. ამ კანონის მიხედვით, ყველა პირის წინააღმდეგ, რომელიც მონაწილეობას იღებდა აუდიტორის უკანონო დევნაში სავიზო და ფინანსური სანქციები დაწესდა.
22 აგვისტოს ირინა სავიცკაიას ადვოკატებმა თბილისში პრეს-კონფერენცია გამართეს, რომელიც ირინასთვის პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნას ეძღვნებოდა. თუმცა, როგორც ფრედ ლებედი წერს, პირველ სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ირინა სავიცკაიას პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაში ჯერ-ჯერობით უარი უთხრეს. როგორც ცნობილია, აღნიშნული საქმით საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი უკვე დაინტერესდა.
ჩვენი გამომცემლობა ფრედ ლებედის სტატიის სრულ თარგმანს გთავაზობთ.
აღმოსავლეთ ევროპაში საქმიანი ომის მსხვერპლებს ადამიანის სახე აქვს
ფრედ ლებედი
გამოქვეყნებულია 2017 წლის 3 სექტემბერს
შორეულ რესპუბლიკაში, საქართველოში, ინვალიდი ბავშვის დედა სიცოცხლისთვის იბრძვის. ეს ქალი ბუღალტერი სახელად ირინა სავიცკაიაა. მისი ისტორია მცირედით თუ განსხვავდება რუსი იურისტის, სერგეი მაგნიცკის, ისტორიისგან, რომელიც იცავდა რა თავის ბრიტანელ-ამერიკელ კლინტს, ბიზნესმენს, ბილ ბრაუდერს, დააკავეს, აწამეს და მოკლეს რუსეთის ციხეში. მისმა ტრაგიკულმა სიკვდილმა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის კანონმდებლობაში ცვლილებები შეიტანა.
ირინა სავიცკაიას ისტორია მესამე მსოფლიოს ქვეყნების პოლიტიკური და საქმიანი ომის ჩახლართული ქსელია, რომელიც წამებას, მკვლელობის მცდელობასა და პოლიციის რეიდებს მოიცავს.
სავიცკაია იძებნება საქმისთვის, რომელსაც ის და მისი მომხრეები თაღლითობის ნაუცბათევად შეკერილ ბრალდებას უწოდებენ. თუმცა მისი საქმე დიდი კამპანიის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს, უკრაინელ ოპოზიციონერ პოლიტიკოსსა და ბიზნეს-მაგნატზე, სერგეი რიბალკაზე, ზეწოლლას.
პირველ სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ირინა სავიცკაიას საქართველოში პოლიტიკური თავშესაფრის მიღებაზე უარი უთხრეს. როგორც ჩანს, გადაწყვეტილება უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებებს შორის წინასწარ იყო შეთანხმებული. მზად არის თუ არა საქართველოს ხელისუფლება აიღოს პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში, თუ ექსტრადიციის შემდეგ ირინა სავიცკაიას ისევე მოუწევს მოქმედება, როგორც ეს გააკეთა მაგნიცკიმ?
ირინა კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანიის S. Group-ის ბუღალტერია. 2014 წელს კომპანია წარმოებულ პროდუქციას უკრაინის სუპერმარკეტების მსხვილ ქსელ ATБ-ში ყიდდა. როდესაც ATБ-მ ვერ შეძლო პროდუქციის საფასურის გადახდა S. Group-მა სასამართლოს მიმართა.
სანაცვლოდ ATБ-მ საპასუხო სარჩელი მოამზადა და პოლიციის რეიდები და ჩხრეკა მოაწყო, რომელიც S. Group-კენ იყო მიმართყლი. S. Group-ის ხელმძღვანელები ამტკიცებენ, რომ რეიდები თავდაპირველად ყოფილი პრეზიდებნტის, ვიქტორ იანუკოვიჩის, მიერ იყო სანქცირებული. პირველი რეიდების განმავლობაში კომპანიიდან კომპიუტერები და დოკუმენტაცია ამოიღეს, რომელიც ATБ-სთან დაკავშირებულ ინფორმაციას შეიცავდა. სავიცკაიას, როგორც ბუღალტერს, დოკუმენტების აღდგენა და ATБ-ს საქმის ხელშეწყობა ევალებოდა.
სანაცვლოდ, ATБ-მ მოიფიქრა თაღლითობის ყალბი შემთხვევა და უკრაინის პროკურატურა დაარწმუნა, დაედანაშაულებინა ირინა. ირინას ბრალად სდებენ, რომ რადგან საკვები პროდუქტის მწარმოებელმა კომპანიამ სასამართლოს დავალიანების ამოსაღებად მიმართა, ეს იყო დაუზუსტებელი დანაშაულებრივი ქმედება, რომელმაც ATБ დააზარალა თანხის იმ ოდენობით, რამდენსაც მისი ვალი შეადგენდა და ირინა იყო ამ თაღლითური სქემის ნაწილი.
"ჩვენ ვეჭვობთ, რომ ირინა ამოარჩიეს იმის გამო, რომ ის არის ინვალიდი ბავშბვის მარტოხელა დედა და უფრო ადვილია ის აიძულო მისცეს მცდარი ჩვენება", – განმარტავს სავიცკაიას ადვოკატი სერგეი ვესნინი.
2016 წლის იანვარში, ირინა სავიცკაია მივლინებით საქართველოში გაემგზავრა. თუმცა იმ დროს, როდესაც ის საქართველოში იმყოფებოდა, უკრაინის პროკურატურასა და პოლიციას რამდენიმე მცდელობა ჰქონდა, ის ინტერპოლის საშუალებით საერთაშორისო ძებნაში გამოეცხადებინა.
არის რამდენიმე თავისებურება საქართველოში ირინა სავიცკაიას დაკავებაში. მიუხედავად გირაოს გადახდის და დარწმუნების მცდელობისა, რომ ირინა სავიცკაია გაქცევას არ აპირებს, სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ მის გათავისუფლებაზე უარი განაცხადა. საქართველოს პროკურატურამ გამოიჩინა ზებუნებრივი ინტერესი სავიცკაიას ექსტრადირების საკითხში. ადვოკატიების თქმით, სავიცკაიას დაკავებამდე ერთი კვირით ადრე უკრაინის პროკურორის პირველმა მოადგიულემ, ევგენი ენინიმ, რომელიც მივლინებით საქართელოში იმყოფებოდა, საქართველოს გენერალური პროკურატურის მაღალჩინოსნებსთხოვნით მიმართა, რათა მათ გაეწიათ მაქსიმალური დახმარება ირინა სავიცკაიას დაკავების, დაპატიმრებისა და უკრაინაში ექსტრადირების საქმეში.
სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას ადვოკატებმა შეიტანეს დოკუმენტაციის რვა ტომი, რომელიც ცხადყოფდა სავიცკაიას დაკავების უკანონობას. ქართველმა მოსამართლემ დაუყოვნებლივ დაადგინა, რომ დაკავება კანონიერი იყო და გირაოს შეტანის არანაირი შესაძლებლობა არ დატოვა.
საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინის პროკურატურას უფლება მისცა სავიცკაია ციხეში ადვოკატების თანდასწრების გარეშე დაეკითხათ, რომლის დროსაც მათ სავიცკაიაზე ზეწოლა მუქარით, წამებითა და შვილთან უვადო განშორებით მოახდინეს.
სავიცკაიას ადვიოკატი მიიჩნევს, რომ ირინა სავიცკაიას საქმე არის შეთანხმებული სურვილების ნუსხის ნაწილი, რომელშიც ასევე შედის დახმარება ოპოზიციონერი პოლიტიკური ლიდერისა და S. Group-ის მფლობელის სერგეი რიბალკას დისკრედიტაციის საქმეში.
რიბალკა არის გენადი ბუტკევიჩის ქალიშვილის ყოფილი მეუღლე. ბუტკევიჩი კი თავის მხრივ არის უკრაინაში სუპერმარკეტების ქსელის ATБ-ის თანამფლობელია. ის ჩრდილოვანი მილიარდერია და ისტორიულად არის დაკავშირებული უკრაინის უსაფრთხოების აპარატთან.
1990 წელს ბუტკევიჩი გახდა საკვანძო მოთამაშე პავლე ლაზარენკოს წრეში. ლაზარენკო უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრია, რომელიც 1999 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში, გამოძალვის, თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს. 2006 წელს მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. როდესაც უკრაინას ლაზარენკო მართავდა, ის სწრაფად გახდა კორუფციის სიმბოლო. იმ დროს ბუტკევიჩი ლაზარენკოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსად მუშაობდა. სწოპრედ იმ პერიოდში, როდესაც 1998 წელს გაიხსნა ATБ-ის პირველი მაღაზიები. 2000 წელს ბუტკევიჩმა ახალი მფარველი მოძებნა, დაუკავშირდა რა იანუკოვიჩის უსაფრთხოების სამსახურის უფროსს.
სავარაუდო კორუფციის მიუხედავად, ბუტკევიჩი შეერტთებულ შტატებში დაფუძნდა. საჯარო რეესტრის თანახმად, 2013 წელს მან მაიამიში სასტუმრო სახელწოდებით „ჰოვარდ ჯონსონი“ შეიძინა. ცოტა ხნით ადრე უკრაინის მედიასაშუალებები იუწყებოდნენ, რომ ბუტკევიჩმა სასტუმროს საყიდლად ფინანსური სახსრები უკრაინიდან უკანონოდ გაიტანა. ბუტკევიჩს ასევე აქვს ბინა ფლორიდაში. რამდენიმე ქვეყნის რეზიდენტსა და მოქალაქეს, ბუტკოვიჩს, დიდი გავლენა აქვს აღმოსავეთ ევროპაში.
ისევე როგორც სერგეი მაგნიცკის, ირინა სავიცკაიასაც არაერთხელ ემუქრებოდნენ. რიბალკას ბიზნესში ჩართულ სხვა ადამიანებზე ხორციელდებოდა თავდასხმა და მუქარა.
2016 წლის იანვარში კიევში უკრაინის სახალხო დეპუტატის რიბალკას მკვლელობა სცადეს – მძიმე საგანი მის მანქანას ესროლეს, და მხოლოდ ავტომობილის კარმა იხსნა მისი სიცოცხლე. 2016 წლის დეკემბერში S. Group-ის გენერალური დირექტორი და სერგეი რიბალკასთან დაახლოებული პირი სერგეი ბელი სცემეს და დაჭრეს ცივი იარაღით.
ბელი რეანიმაციაში ღრმა ჭრილობებით, ფილტვების დაზიანებითა და გაწყვეტილი მყესებით გადაიყვანეს. 2017 წლის იანვარში კომპანიის კიდევ ერთი თანამშრომელი ცემეს და ყური მოაჭრეს, ირინა სავიცკაიას ადვოკატის ავტომანქანაზე კი ბორბლები დააზიანეს, რაც შეიძლება ავტოავარიით დასრულებულიყო.
ირინა სავიცკაიას ტრაგიკული რთული ვითარება სერგეი მაგნიცკის ტრაგიკული ისტორიის ანალოგიურია და პოლიტიკური გავლენის მეთოდები, რომლებიც მოქმედებს უკრანასა და საქართველოში არაფრით განსხვავდება იმისგან, რაც აპრობირებულია რუსეთში. მაგნიცკის აქტი დღესაც აქტუალურია. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დანარჩენმა სამყარომ ირინა სავიცკაიას მიმართ განხორციელებული ადამიანის უფლებათა დარღვევა უყურადღებოდ არ უნდა დატოვონ.
ფრედ ლებედი ადამიანის უფლებათა დამცველი და ექსპერტია სახელმწიფოთა ურთიერთობის , სახელმწიფო პოლიტიკისა და პოლიტიკური კამპანიების საკითხებში. მისი კარიერა დაახლოებით 40 წელს ითვლის. ის ტექნოლოგიური და საგანმანათლებლო ცენტრ HOPE-ის მიერ დაწესებული პრემია LifetimeAchievement-ის ლაურეატია.