ამირან კერვალიშვილი: “პანცილიონის” ავეჯი მათთვისაა, ვინც აფასებს მოდას და ხარისხს…

477

"ყველა დამკვეთთან ინდივიდუალური მიდგომა და ურთიერთობა გვაქვს, ყოველთვის ვინტერესდებით მათი აზრით და ვითვალისწინებთ ყველა კაპრიზს…" – ამბობს ამირან კერვალიშვილი, რომელიც 7 წელია "პანცილიონშია" დასაქმებული.

– რამდენი ხანია "პანცილიონში" მუშაობ და რას საქმიანობდი მანამდე?

– "პანცილიონში" 7 წელია ვმუშაობ. მანამდეც ხელობაზე ვმუშაობდი – ჯერ სხვადასხვა ადგილებში, შემდეგ საკუთარი ავეჯის საწარმო გავხსენი, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო,  საწარმოს დახურვა მომიხდა და "პანცილიონში" მოვედი. თავიდან ჩვეულებრივ მუშად ვმუშაობდი, შემდეგ დამაწინაურეს და ახლა 5-კაციანი ჯგუფის ხელმძღვანელი ვარ.

– თქვენი ჯგუფის წევრებზე რას გვეტყვით?

– როგორც მოგახსენეთ, ჩემს ჯგუფში 5 ადამიანია, ძირითადად, ახლგაზრდები… ყოფილა შემთხვევა გამოუცდელები მოსულან საწარმოში, ასეთ დროს ერთმანეთს ვეხმარებით ჯგუფის წევრები, ახალბედას გამოცდილებას ვუზიარებთ, ვასწავლით… მოკლედ, ეს კომპანია ადამიანს აძლევს იმის საშუალებას რომ დასაქმდეს და პარალელურად შეიძინოს ახალი პროფესია, რომელიც გამოადგება არა მხოლოდ ამ სამსახურში.

– რამდენად სერიოზულია კონკურენცია ამ ბიზნესში და "პანცილიონის" ძირითადი უპირატესობა რა არის?

– კონკურენცია საკმაოდ მაღალია. ბაზარზე რამდენიმე კარგი კომპანია ოპერირებს, რაც საკმაოდ დადებითად მოქმედებს ხარისხზე, რადგან არც ჩვენ გვაძლევს მოდუნების საშუალებას, არც ჩვენს კონკურენტებს. თუმცა ჩვენი კომპანია ღირსეულად უმკლავდება კონკურენციას და ყოველთვის ახერხებს იყოს ერთ-ერთი მოწინავე ამ სფეროში. ჩვენი ავეჯი მათთვისაა, ვინც აფასებს მოდას და ხარისხს, ამიტომ "პანცილიონში" აქცენტი კეთდება თანამედროვე დიაზინით დამზადებულ, ხარისხიან ავეჯზე, რომელსაც ძალიან ბევრი მომხმარებელი ჰყავს. ყველა დამკვეთთან ინდივიდუალური მიდგომა და ურთიერთობა გვაქვს, ყოველთვის ვინტერესდებით მათი აზრით და ვითვალისწინებთ ყველა კაპრიზს. აღსანიშნავია ისიც, რომ თავიდან კომპანიამ მხოლოდ ლეიბების წარმოება დაიწყო, შემდეგ ჩვენი მომსახურება უფრო მრავალფეროვანი გავხადეთ და ამ ეტაპზე ვამზადებთ სხვადასხვა სახეობის ლეიბებს, სამზარეულოებს, საძინებლებს. მალე "პანცილიონი" ახალ საწარმოს ხსნის, რაც საშუალებას მოგვცემს დავამზადოთ კიდევ უფრო ხარისხიანი და მრავალფეროვანი ავეჯი და დავასაქმოთ მეტი ადამიანი.

Comments
Loading...