ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის საინფორმაციო ცენტრი ამოქმედდა

535

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" ანაკლიაში საზოგადოებრივი საინფორმაციო ცენტრი გახსნა. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საინფორმაციო ცენტრი მოსახლეობას ინფორმაციას მიაწვდის პორტის მშენებლობასა და განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ცენტრი უკვე მოქმედებს და ღიაა ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის. 

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, პროექტის საწყისი ეტაპიდანვე მოსახლეობას ყოველთვის ჰქონდეს შესაძლებლობა, მარტივად მიიღოს ინფორმაცია პროექტის განხორციელების თაობაზე, მის სხვადასხვა ეტაპებზე, სამუშაოებზე, განვითარებასა თუ ნებისმიერ თემაზე რაც ანაკლიის ნავსადგურს უკავშირდება. ასევე ჩვენთვის საინტერესოა, მოვისმინოთ მოსახლობის მოსაზრებები პროექტის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ამიტომაც საინფორმაციო ცენტრი  ორმხრივი კომუნიკაციის საშუალება იქნება", – განაცხადა "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერმა, თამარ ზაქარიაძემ. 

ანაკლიის საზოგადოებრივი საინფორმაციო ცენტრი მუშაობს ყოველ სამუშაო დღეს, 10:00-დან 16:00-მდე. ცენტრის საკონტაქტო ნომერია: 551 959 911, ელ.ფოსტა:  infocenter@anakliadevelopment.ge. ცენტრი მდებარეობს ანკლიაში, სასტუმრო "პალმ ბიჩის" მიმდებარე ტერიტორიაზე.

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" ანაკლიაში ააშენებს, განავითარებს და ოპერირებას გაუწევს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს. პროექტის წინასამშენებლო სამუშაოები კონსორციუმმა 2016 წელს უკვე დაიწყო. ნავსადგურის მშენებლობა 2017 წლის მეორე ნახევარში იგეგმება და მისი პირველი ფაზა 2020 წელს უნდა გაიხსნას.

Comments
Loading...