ანაკლიის პორტის ოპერირებასთან დაკავშირებით, საქართველოში უმსხვილესი ამერიკული პორტოპერატორის ვიცეპრეზიდენტი ჩამოდის, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ანაკლიის განვითარების კონსორციულის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
დღეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ოპერირებასთან დაკავშირებით, საქართველოს უმსხვილესი ამერიკული კომპანიის SSA Marine-ის ვიცეპრეზიდენტი ეწვევა. ბობ ვოტერსი ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებლებთან მოლაპარაკებას გამართავს და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს შეხვდება.
SSA Marine-ი სამუშაოებს მსოფლიოს ხუთ კონტინენტზე 250 ლოკაციაზე აწარმოებს. კომპანიის ძირითადი მიმართულება საკონტეინერო ტერმინალის მართვაა.