ანა კობახიძე: მისასალმებელია ოპოზიციური პარტიების მიერ საკონსტიტუციო კომისიის დატოვება

442

პარტია "ახალი საქართველოს" სამართლებრივი და საარჩევნო საკითხების ხელმძღვანელი,  ანა კობახიძე საკონსტიტუციო კომიისიასა და პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის გაუქმებასთან დაკავშირებით, განცხადებას აკეთებს.

"მისასალმებელია ოპოზიციური პარტიების მიერ კომისიის დატოვება. იმედია ამას შეუერთდებიან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და ექსპერტებიც. აუცილებელია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა და კომისიებმა დაინახონ, "ქართული ოცნება" არის იმ ცვლილებების ინიციატორი, რომელსაც კომისიის არცერთი წევრი არ იზიარებს. საკონსტიტუციო ცვლილებები არის ფასადური,  რის უკანაც იმალება ისევ ის სიმახინჯე, რასაც ქვია მიღებული ხმების მიხდევით არაპროპორცილი მანდატების მიკუთვნება. და ამ ხმებს მიიღებს პირველ ადგილზე გასული პარტია. მიმაჩნია, რომ ეს არის სრული განუკითხაობა", – განაცხადა ანა კობახიძემ.

მისივე თქმით, მიუღებელია პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესისი გაუქმება. ანა კობახიძის განცხადებით, ეს მოწვევის პარლამენტი, მოსახლეობას არ აურჩევია აღნიშნული ცვლილების განსახორციელებელად. "ახალი საქართველოს" წევრი აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეების 90%, მხარს უჭერს იმას, რომ პრეზიდენტი არჩეული იქნას სწორედ ხალხის მიერ.

Comments
Loading...