აპრილში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი 10,2%-ით გაიზარდა

501

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2017 წლის აპრილში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა  96,0 ათასი ტონა, რაც  12,4 ათასი ტონით ანუ 14,8%-ით აღემატება მარტის თვის მაჩვენებელს და 8.9 ათასი ტონით ანუ 10,2%-ით მეტია 2016  წლის აპრილის თვის მაჩვენებელთან შედარებით. 

მათ შორის, 2017 წლის აპრილში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 36,7 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 59,3 ათასი ტონა.

საწვავის კატეგორიების მიხედვით 2017 წლის აპრილში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი – 24,2 ათასი ტონა ანუ 65.9%;  A-95 პრემიუმი მარკის  ბენზინი –  11,6 ათასი ტონა ანუ 31.6%,  A-98 სუპერი მარკის ბენზინი – 0,9 ათასი ტონა ანუ 2.5%. ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა: 50PPM (ევრო დიზელი) – 58,6 ათასი ტონა ანუ 98.8%, L-62 დიზელის საწვავი – 0,4 ათასი ტონა ანუ 0.7%, DT -0.3 ათასი ტონა ანუ 0.5 %.

ქვეყნების მიხედვით 2017  წლის აპრილში ბენზინისა და დიზელის საწვავის  იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა   რუმინეთიდან – 29.6 ათასი ტონა (მთელი იმპორტის 30,8%),  აზერბაიჯანიდან 23.5 ათასი ტონა (24,5%),  თურქმენეთიდან – 16.6 ათასი ტონა (17,3%), ბულგარეთიდან – 14.0 ათასი ტონა (14,6%), რუსეთიდან  – 8.1 ათასი ტონა (8,4%), საბერძნეთიდან –  3,5 ათასი ტონა (3,6%), უკრაინიდან – 0,6 ათასი ტონა (0,6%) და სხვ.

2017 წლის აპრილში საქართველოში იმპორტირებულ იქნა 6,8 ათასი ტონა სანავთობო ბიტუმი, რაც 0,2 ათასი ტონით ნაკლებია მარტის თვის მაჩვენებელთან შედარებით. აქედან უმეტესი წილი –  89,7 % განხორციელდა ირანის ისლამური რესპუბლიკიდან. 

2017 წლის აპრილში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,3 ათასი ტონა, რაც ფაქტიურად წინა თვის მაჩვენებლის ანალოგიურია. 

2017 წლის აპრილში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 12,0 ათასი ტონა, რაც 8,5 ათასი ტონით აღემატება მარტის თვის მაჩვენებელს.

Comments
Loading...