არაბთა გაერთიანებული საამიეროებიდან შემოსულმა ინვესტიციებმა 800 მლნ დოლარს გადააჭარბა

162

"ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმების ამოქმედება საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის მყარი სამართლებრივი საფუძველია, რაც ინვესტორებისთვის დამატებით გარანტიებს ქმნის. ველოდებით, რომ აღნიშნული შეთანხმება მნიშვნელოვნად გაზრდის ინვესტიციების მოცულობას არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან", – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

შეთანხმება ორ ქვეყანას შორის ძალაში 8 აპრილს შევიდა. ის მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა არადისკრიმინაციულობა, თანაბარი და სამართლიანი მოპყრობა, სუბროგაცია, ექსპროპრიაცია და დავის მოგვარების მექანიზმები.

პირველი ვიცეპრემიერის ინფორმაციით, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორი ქვეყანაა. 2017 წლის მონაცემებით, ის განხორციელებული ინვესტიციების მოცულობის მიხედვით, სიდიდით მე-7-ე იყო. პირველი ინვესტიცია საამიროებიდან 2003 წელს განხორციელდა. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ამ დროისათვის ჯამში, აღნიშნული ქვეყნიდან შემოსულმა ინვესტიციამ 800 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

Comments
Loading...