აშშ, არჩევნების კიბერუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად 380 მილიონ აშშ დოლარს დახარჯავს

86

ამერიკის სხვადასხვა შტატები, თავიანთი მთლიანი რესურსის მესამედს, რაც არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარებისათვის გამოიყო, ხმის მიცემისათვის საჭირო ახალი აღჭურვილობის შეძენასა და საარჩევნო პროცესის კიბერუსაფრთხოებას დაახარჯავს. ამის შესახებ The Wall Street Journal წერს. აშშ-ის კონგრესის არჩევნები მიმდინარე წლის ნოემბერში ჩატარდება.

კონგრესმა მთლიანობაში შტატებს 380 მილიონი აშშ დოლარი გამოუყო, საიდანაც 134,2 მილიონი აშშ დოლარი, მომავალი 5 წლის განმავლობაში არჩევნების კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფას მოხმარდება, ხოლო 102,6 მილიონი აშშ დოლარი არჩევნებისათვის საჭირო აღჭურვილობის შეძენაზე დაიხარჯება.

დანარჩენი რესურსი კი ამომრჩეველთა მონაცემთა ბაზისა და კომუნიკაციების საშუალებების გაუმჯობესებას მოხმარდება.

აშშ-ის საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ გამოყოფილი რესურსების 96% უკვე გადანაწილებულია შტატებზე, რომლებიც ამ რესურსს 2-3 წლის განმავლობაში აითვისებენ.

Comments
Loading...