აშშ-ის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტრომ კომპანიებთან Facebook და Microsoft გარე საფრთხეებთან დაკავშირებით საკითხები განიხილა. შესაბამისს განცხადებას უწყება ავრცელებს.
კერძოდ, მხარეებმა ჰაკერების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები განიხილა, რომლებიც ქვეყნის არჩევნებისა და დემოკრატიისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა და გარე საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა საერთო პასუხისმგებლობას წარმოადგენს.
განცხადების თანახმად, აღნიშნული კომპანიები საკვანძო როლს თამაშობენ ქსელისა და პლატფორმის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში. ამასთან, უწყება მათ უზიარებს ინფორმაციას, რომელის მეშვეობითაც კომპანიებს უცხოელი ჰაკერებისგან თავის დაცვის შესაძლებლობა ეძლევათ. უწყების თქმით, სახელმწიფო მზად არის, ასეთი თანამშრომლობა გააგრძელოს კერძო სექტორთან.
21 აგვისტოს, კომპანიამ Microsoft, რუსეთს ბრალი დასდო, რომ რუსი ჰაკერები ცდილობენ, გავლენა მოახდინონ აშშ-ის კონგრესის არჩევნებზე. კრემლში კი, აღნიშნული სახის ბრალდებებს უარყოფენ და მას ტრადიციულს უწოდებენ აშშ-ს მხრიდან. The Wall Street Journal კი წერს, რომ აშშ, მომავალი ხუთი წლის განმავლობაში, კიბერუსაფრთხოების განვითარებაში 134,2 მილიონი აშშ დოლარი ჩადოს.