აშშ-მა, კოლუმბიაში მცხოვრები ვენესუელელებისთვის შესაძლოა 9 მილიონი აშშ დოლარი გამოყოს

78

აშშ, ვენესუელელი მიგრანტებისთვის, რომლებიც კოლუმბიაში, ბოლივარულ რესპუბლიკაში არსებული ეკონომიკური კრიზისის გამო გადავიდნენ, ჰუმანიტარული დახმარების სახით 9 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ გაერო-ში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ განაცხადა.

მისი თქმით, გამოყოფილი რესურსი საკვებსა და მედიკამენტებს მოხმარდება და აგრეთვე სხვა რესურსებს, რითიც შეიძლება, რომ ვენესუელელ ხალხს დაეხმარონ.

ვენესუელაში კრიზისი 2013 წლიდან მოყოლებული გრძელდება. თებერვალში, Bloomberg-ის ყველაზე უბედური ეკონომიკის მქონე ქვეყნების რეიტინგში, ქვეყანამ პირველი ადგილი დაიკავა. იმავე თვეში, ვენესუელაში არსებულმა ინფლაციამ 6000%-ს გადააჭარბა. ივლისს მიწურულს კი, საერთაშორისო სავალუტო ფონდში განაცხადეს, რომ ქვეყნის ინფლაციამ, წლის დასასრულამდე შესაძლოა 1 000 000%-ს მიაღწიოს.

Comments
Loading...