აუდიტორული შემოწმების საფუძველზე გამოვლენილი გარემოების გათვალისწინებით, აუდიტი წერს, რომ "ეკომიგრანტთა ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის" პროგრამის ბენეფიციართა შესაბამისი და გონივრულად საკმარისი ფართებით დაკმაყოფილებისა და არსებული საცხოვრებლების შემდგომში გამოყენებასთან დაკავშირებით, სამინისტრომ ეფექტური მექანიზმი შეიმუშაოს.აუდიტის მიერ გამოვლენილ გარემოებებში აღნიშნულია, რომ გარდა აღნიშნული კომპონენტისა, რიგ შემთხვევებში ოჯახები კვლავ სარგებლობენ სტიქიური განვითარების ზონაში არსებული საცხოვრისებით, რაც წარმოშობს რისკებს, რომ სრულყოფილად ვერ ხდება ბენეფიციართა სიცოცხლის რისკების დაზღვევა და მათთვის უსაფრთხო საცხოვრისით უზრუნველყოფა.
"ეკომიგრანტთა ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის" პროგრამა და შესაბამისი შესრულების წესი არ მოიცავს ბენეფიციართა შესაბამისი და გონივრულად საკმარისი ფართებით დაკმაყოფილების უზრუნველყოფის კომპონენტს (რეგულაციას), ასევე რიგ შემთხვევებში ოჯახები კვლავ სარგებლობენ სტიქიური განვითარების ზონაში არსებული საცხოვრისებით, რაც წარმოშობს რისკებს, რომ სრულყოფილად ვერ ხდება ბენეფიციართა სიცოცხლის რისკების დაზღვევა და მათთვის უსაფრთხო საცხოვრისით უზრუნველყოფა.
რეკომენდაცია: სამინისტრომ, შეიმუშაოს ეფექტური მექანიზმები ბენეფიციართა შესაბამისი და გონივრულად საკმარისი ფართებით დაკმაყოფილებისა და არსებული საცხოვრისების შემდგომში გამოყენებასთან დაკავშირებით". – წერია სახელმწიფო აუდიტის სარეკომენდაციო ნაწილში.
აუდიტი ასევე წერს, რომ აუდიტის პერიოდში, აპარატის საჯარო მოსამსახურეებზე ყოველთვიურად გაცემულია დანამატი თანამდებობრივი სარგოს 40-დან 75%-მდე ოდენობით, თუმცა აუდიტის ობიექტის მიერ არ იქნა წარმოდგენილი დანამატების გაცემის მატერიალური კანონიერების დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება.
"ადამიანური რესურსების მართვა 2016 წელს სამინისტროს აპარატის შრომის ანაზღაურების მთლიანმა ხარჯმა შეადგინა 1 338.6 ათასი ლარი, მათ შორის თანამდებობრივი სარგო 780.4 ათასი ლარი, პრემია 154.5 ათასი ლარი და დანამატი 403.6 ათასი ლარი. აუდიტის პერიოდში, აპარატის საჯარო მოსამსახურეებზე ყოველთვიურად გაცემულია დანამატი თანამდებობრივი სარგოს 40-დან 75%-მდე ოდენობით, დაკავებული თანამდებობების შესაბამისად. დანამატის ზღვრული მოცულობები განსაზღვრულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 20 იანვრის N4 განკარგულებით. მოქმედი რეგულაციებიდან გამომდინარე, დანამატები შეიძლება გაიცეს სათანადო გარემოებების არსებობისას, დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, არაუმეტეს განსაზღვრული ზღვრული მოცულობებისა.
აუდიტის ობიექტის მიერ არ იქნა წარმოდგენილი დანამატების გაცემის მატერიალური კანონიერების (ზეგანაკვეთური ან/და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო სამუშაოს შესრულების) დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება". – აღნიშნულია ოფიციალურ წერილში. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსური ანგარიში სამინსიტროს საქმიანობის 2016 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.