ახალგაზრდული გარემოსდაცვითი კონკურსის – ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2022  ფინალი და გამარჯვებულების დაჯილდოება

16

28 სექტემბერს, 11:30 საათიდან, სასტუმრო რუმს თბილისში (Garden Hall)  – CENN, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით, ახალგაზრდული გარემოსდაცვითი კონკურსის – ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფინალურ შეხვედრას  უმაპსინძლებს.

ფინალურ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს 32 სკოლის ეკოკლუბი საქართველოს შემდეგი რეგიონებიდან: აჭარა, გურია, სამეგრელო-ზემო სვანეთი, აფხაზეთი, კახეთი, თბილისი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, მცხეთა-მთიანეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი და სამცხე-ჯავახეთი.

ფინალის მონაწილე ეკოკლუბები ჟიურის წევრებსა და მოწვეულ სტუმრებს იმ მნიშვნელოვან გარემოსდაცვით და სოციალურ საქმიანობებს  წარუდგენენ, რომლებიც  თავიანთ ქალაქებსა თუ სოფლებში წლის განმავლობაში განახორციელეს.

ფინალურ შეხვედრაზე ჟიურის წევრები იქნებიან და მონაწილეებს შეაფასებენ: ეროვნული სატყეო სააგენტოს, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაეროს ასოციაციის წარმომადგენლები, ქალთა გაძლიერების ექსპერტი. ასევე, ჟიურის შორის იქნება  ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ელჩი და წლის მასწავლებელი (2019) – ლადო აფხაზავა.

ფინალურ შეხვედერას გახსნიან და მისასალმებელი სიტყვით წარდგებიან:

  • სოლომონ პავლიაშვილი – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე;
  • თამარ მახარაშვილი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე;
  • თომას მიულმანი – ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი;
  • ალექსანდერ კარნერი – ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის საკოორდინაციო ოფისის ხელმძღვანელი;
  • საბინე მახლი – გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში;
  • ნანა ჯანაშია – CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი.

ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია – ეკოკლუბების კონკურსია და აერთიანებს საქართველოს 700-მდე სკოლას. კონკურსის მთავარი მიზანია, სკოლის მოსწავლეებს მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს და დაანახოს საკუთარი ხელით ცვლილებების

განხორციელების შესაძლებლობები ბუნებრივი და სოციალური გარემოს გასაუმჯობესებლად. კონკურსის ფარგლებში, მიმდინარე წლის ივლისის თვეში ჩატარდა ნახევარფინალური შეხვედრები, სადაც  ჯამში 129 სკოლის ეკოკლუბი იღებდა მონაწილეობას. ნახევარფინალურ შეხვედრებზე გამოვლინდა  ფინალის მონაწილე  32 ეკოკლუბი.

ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია ხორციელდება CENN-ის მიერ, პროექტის – ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის – ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის  ფინანსური მხარდაჭერით. კონკურსის თანაორგანიზატორები არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს პარლამენტი.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ, იხილეთ ბმულზე: http://forestry.ge/ge/about

საკონტაქტო პირი: მარიამ ღლონტი , CENN კომუნიკაციების მენეჯერი – 599 877 808, mariam.ghlonti@cenn.org

Comments
Loading...