როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე, ბიუროს წევრებმა განაცხადეს, 2016 წლის იანვრიდან 2017 წლის აპრილის ჩათვლით, სამინისტროებისა და თბილისის მერიის შენახვა ბიუჯეტს 4 279 788 ლარი დაუჯდა. აქედან 1 506 588 ლარი პრემია-დანამატია.
"უწყებებს შორის, პრემია-დანამატის გაცემის კუთხით, დედაქალაქის მერია ლიდერობს. 1 222 568 ლარიანი დანახარჯიდან, 308 636 ლარი მხოლოდ პრემია-დანამატია. გამოვდივართ ინიციატივით, გაუქმდეს შიდა აუდიტის სამსახურები, როგორც სამინისტროებში, ასევე მერიაში. მილიონობით ლარის დაფინანსება, არანაირ შედეგს არ იძლევა.საჭიროა გამოცხადდეს ღია კონკურსი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ კვალიფიციური არასამთავრობო ორგანიზაციები და კერძო იურიდიული კომპანიები. ამ ინიციატივის საშუალებით, გამოირიცხება მიკერძოებულობა და შემცირდება დანახარჯები", – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, კომენტარი გააკეთა ასევე, "ახალი საქართველოს" ანტოკორუფციულ ბიუროს წევრმა, მარიამ ქელბაქიანმა.
"ჩვენს კვლევაში მოყვანილია 9 სამინისტროს ხარჯი. ესენია:
- 1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
- 2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო
- 3. საქართველოს კულტურისა და ძელგთა დაცვის სამინისტრო
- 4. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო
- 5. საქართველოოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო
- 6. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო
- 7. ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტრო
- 8. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო
- 9. საგარეო საქმეთა სამინისტრო
- 10. თბილისის მერია" განაცხადა მარიამ ქელბაქიანმა.
მათი ჯამური ხარჯი 2016წ.იანვარი-2017წ.აპრილის პერიოდში ასეთია-
- 1. აუდიტის სამსახური- 4 279 788 ლარი
- 2. პრემია-დანამატი -1 506 588 ლარი
- 3. მერია- 1 122 568 ლარი- აქედან პრემია- 308 636 ლარი". – განაცხადა მარიამ ქელბაქიანმა.
"ახალი საქართველოს" ანტიკორუფციული ბიუროს წარმომადგენლების განცხადებით, ხარჯებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე, რომელიც პარტიამ უწყებებიდან გამოითხოვა, არ მოსულა პასუხი სემდეგი სამინისტროებიდან :
- 1. ფინანსთა სამინისტრო
- 2. 2.სოფლის მეურნეობის სამინისტრო
- 3. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
- 4. თავდაცვის სამინისტრო
- 5. იუსტიციის სამინისტრო
- 6. შინაგან საქმეთა სამინისტრო
- 7. სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო
- 8. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში
- 9. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო სამინისტრო