„ახალი საქართველოს“ სათათბიროს წევრმა, თეონა ჭალიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე, გარდაბნის რაიონში არსებულ ვითარებასა და გამგებლის მიერ ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზე გააკეთა განცხადება.
"უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის დახმარების და პრობლემების მოგვარების ნაცვლად, გარდაბნის მინუციპალიტეტის გამგებელი, გოჩა ჯამარაული, ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივი ხარჯვითაა დაკავებული. ვაზიანის დასახლებაში 106 ოჯახია, რომლებსაც არ აქვთ სასმელი წყალი და ბუნებრივი აირი. მოსახლეობას სასმელი წყლის ყიდვა უწევს. ჩავატარეტ კვლევა და შევისწავლეთ გამგეობის ბოლო 6 თვის ხარჯები. მივმართავ შესაბამოს უწყებებს დაინტერრსდნენ ამ ფაქტით"-განაცხადა ჭალიძემ.
"ახალი საქართველოს" სათათბიროს წევრი კვლევის შედეგებს ასაჯაროვებს:
1. საკანცელარიო ნივთები – 19768ლ. აქედან 2820 ლ – მხოლოდ სტეპლერი;
2. საწერი კალამი – 1588 ლ;
3. ბაინდერი -1000 ლ;
4. ფაილები – 1260 ლ;
5. საახალწლო განათება და ნაძვის ხე – 19089 ლ;
6. კონდიციონერები – 12829 ლ;
7. დისპანსერი – 11450 ლ;
8. ექსკურსია ლაშქრობების ორგანიზება – 15000 ლ;
9. ხუთი სახალხო და რელიგიური დღესასწაული ჯამში – 82638 ლ. აქედან მომღერლები – 7300 ლ, ოთხი მუსიკალური ჯგუფი – 9000 ლ, ხუთი წამყვანი 3600ლ. აღნიშნულ ღინისძიებებზე დაიხარჯა 8542 ლარის ფოეირვერკი, ბუშტები და ფერადი კვამლი;
10. 2016 წლის ნოემბერში გარდანბის მუნიციპალიტეტმა შეიძინა 50 000 ლარის ღირებულების მუსიკალური გახმოვანების აპარატურა. მიუხედავად ამისა, შემდგომ ჩატარებულ ღონისძიებებზე, აპარატურას მაინც ქირაობენ.
11. ესპანური წარმოების სპორტული ტანისამოსი – 15000 ლ.
"ახალი საქართველოს" პრესსამსახურის განცხადებით, ეს არის გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული ხარჯების ნაწილი. კვლევა ეხება ბოლო 6 თვის პერიოდს.