"სამედიცინო კორპორაცია ევექსი", რომელიც საქართველოში ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია მიესალმება ქვეყანაში თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის გამკაცრებას და სოციალური პასუხისმგებლობის ახალ პროგრამას იწყებს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სამედიცინო კორპორაცია ევექსი ავრცელებს.
თანამშრომლები, რომლებიც თამბაქოსადმი თავის დანებების სურვილს გამოთქვამენ, სამედიცინო და არასამედიცინო აქტივობების დახმარებით ნიკოტინ დამოკიდებულების მოხსნაში კომპანია ყოვლად უსასყიდლოდ დაეხმარება.
ახალი კამპანია სახელწოდებით „ოფისი თამბაქოს გარეშე“ დღეიდან დაიწყო. აქციის ფარგლებში, "სამედიცინო კორპორაცია ევექსმა" სპეციალური სამკურნალო პროგრამა შეიმუშავა, რომელიც თამბაქოს მოწევის თავის დანებების მსურველ თანამშრომლებს მედიკამენტოზური თერაპიისა და ფსიქოლოგების ჩართულობით ნიკოტინ-დამოკიდებულების დაძლევაში დაეხმარება.