“ახალი შეთავაზება – სრული სატელეკომუნიკაციო სერვისი”

369

დღეიდან სილქნეტის მომხმარებლებს საშუალება ექნებათ გარდა ძირითადი პროდუქტებისა, მობილური სერვისითაც ისარგებლონ.

ამ პროდუქტის დანერგვა აბონენტებისთვის კიდევ უფრო მეტი კომფორტის შექმნას ემსახურება.  ყველა მსურველს (ახალ ან არსებულ აბონენტს)   შესაძლებლობა აქვს  სრული  სატელეკომუნიკაციო სერვისი ერთად მიიღოს. 

 შეთავაზებაში ჩართული მომხმარებელი გაიმარტივებს ანგარიშსწორებას და ტელეფონის, ინტერნეტის, ტელევიზიის და მობილური ქსელის მომსახურების საფასურს ერთიანად, ერთ ანგარიშზე გადაიხდის.

შეთავაზების გააქტიურება  შესაძლებელია სილქნეტის სერვის ცენტრებში და ცხელ ხაზზე 2 100 100 .

*მობილური სერვისის შემოთავაზება ხორციელდება სილქნეტის და ბილაინის თანამშრომლობის ფარგლებში.

Comments
Loading...