ახვლედიანი: ანაკლიის პორტის პროექტს დიდი ინტერესი აქვს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებისთვის

76

ამის შესახებ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა განაცხადა სასტუმრო „ბილტმორში“, სადაც „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ მიმდინარეობს.

„ამ ფორუმის ფარგლებში ჩვენ ანაკლიაში ვუმასპინძლებთ უზბეკეთის დელეგაციას, კერძოდ ვიცეპრემიერს.

ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ეს მნიშვნელოვანია არამარტო დასავლელი პარტნიორებისთვის, არამედ ჩვენი მეზობელი ქვეყნებისთვისაც მნიშვნელოვანია ეს პროექტი და მათი განვითარებისთვის, სატრანსპორტო ინფრასტრუქრტურის კუთხით დამაკავშირებელი აზიასა და ევროპას შორის.

სხვა ინტერესი აგრეთვე არის სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან, მაგრამ ეს არა ვიზიტის სახით ანაკლიაში. ჩვენ ვაგრძელებთ ყველა დაინტერესებულ პირთან ლაპარაკსა თუ საუბარს, რათა ვნახოთ და გამოცნახოთ ინტერესი და გადაკვეთის წერტილი.

არაფერი შეცვლილა, სტატუსი ისევ არის ის, რაც მე გუშინ განვაცხადე, უახლოეს დროში სამინისტროსთანაც დავაყენებთ იმ გადასაჭრელ საკითხებს, რომელიც დღის წესრიგშიბ დგას და შევეცდებით ერთობლივი ძალებით გამოვნახოთ გამოსავალი.“ – განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

Comments
Loading...