ახლაგაზრდებისთვის პროექტზე ,,თანსწორობის სკოლა“ შერჩევა იწყება

15

„საქართველოს თანასწორობის ასოციაცია – GAFE” იწყებს მსურველთა რეგისტრაციას პროექტზე „თანასწორობის სკოლა“, რომელიც მიზნად ახალგაზრდა ლიდერების გაძლიერებას, მათი ახალი უნარ-ჩვევებით აღჭურვასა და სტუდენტების ასოციაციის წევრთა რიგებში მიღებას ისახავს.

მონაწილეები ინტენსიური გადამზადების კურსს გაივლიან, რომელიც  5-10 სექტემბერს გასვლითი ფორმატით დაბა ბაკურიანში ჩატარდება და გააერთიანებს სტუდენტებს თბილისში მოქმედი აკრედიტირებული უნივერსიტეტებიდან.

პროგრამით გათვალისწინებულ კურსს გაუძღვებიან როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი დონის ექსპერტები.

პროგრამა  მოიცავს ინტერაქტიულ სესიებს შემდეგ თემებზე: ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები;  გენდერული თანასწორობა – არსებული რეალობა;  სტერეოტიპები და მათგან მომდინარე გამოწვევები;  შრომითი დისკრიმინაცია; ეფექტური კომუნიკაცია; თვითპრეზენტაცია, გუნდური მუშაობა და სხვ.

კურსის წარმატებულად გავლის შემდეგ მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა შეუერთდნენ „საქართველოს თანასწორობის ასოციაციას“ და მიიღონ მოხალისეობრივი სამუშაოს გამოცდილება. გაწევრიანდნენ როგორც ქოლგა ორგანიზაციაში, ისე საუნივერსიტეტო თანასწორობის კლუბებში და ჩაერთონ ასოციაციის სტრუქტურული ერთეულების მართვის პროცესში, მოახდინონ საკუთარი იდეების რეალიზება; ჩაერთონ ევროპის სოლიდარობის კორპუსის- ESC გაცვლით მოხალისეობრივ პროექტებში ევროკავშირის წევრ და პარტნიორ ქვეყნებში.

დაინტერესებულმა სტუდენტებმა სრულყოფილად უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა ბმულზე: https://forms.gle/rHNSE47XdoGt9ozx8 და ატვირთონ 1-დან 2 წთ-მდე ვიდეო თემაზე: “უთანასწორობა – პრობლემის აღმოფხვრის გზები” ან გადმოაგზავნონ ესე ამავე სათაურით 500-დან 1500 სიტყვამდე.

სტუდენტების შერჩევის პროცესი მოიცავს ორ ეტაპს:  წარმოდგენილი აპლიკაციებისა და ვიდეობის შეფასება, გასაუბრება.   აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 25 აგვისტო.

Comments
Loading...