"ბავშვთა სამყარო"-ში ხანძრის შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად, სავაჭრო-კომერციული ცენტრების გაერთიანებამ საქველმოქმედო ანგარიში შექმნა, სადაც თანხის ჩარიცხვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ფონდის მესვეურები “ბავშვთა სამყარო"-ს ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, ჩარიცხულ თანხას ყველა დაზარალებულის რეაბილიტაციისათვის სათანადოდ გადაანაწილებენ.
დახმარების თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია შემდეგ საბანკო ანგარიშებზე:
ს.ს. "თიბისი ბანკი" GE48TB7503936020100002
ს.ს. "ვითიბი ბანკი" GE42VT6600030033003602
ს.ს. "ხალიკ ბანკი საქართველო" GE02HB0000000000593608
მიმღები – ააიპ სავაჭრო – კომერციული ცენტრების (ბაზრობების) გაერთიანება.
ასევე შეგიძლიათ განახორციელოთ საქველმოქმედო ზარი საქართველოს ნებისმიერი ოპერატორის "მაგთის", "ჯეოსელის", "ბილაინის" აბონენტებმა შემდეგ ნომერზე 0 901 901 959
ზარის ღირებულება 1 ლარი.
სავაჭრო-კომერციული ცენტრების გაერთიანება მოუწოდებს ადამიანებს, უბედური შემთხვევით დაზარალებულ თანამოქალაქეებს ხელი გაუმართონ.
ხანძარი სავაჭრო ცენტრ "ბავშვთა სამყაროში" 30 იანვრის დილის 3 საათისთვის გაჩნდა. დაზარალდა ათეულობით ადამიანი, რომლებიც როგორც "ბავშვთა სამყაროს" სავაჭრო ცენტრში ისე მიმდებარე ტერიტორიაზე ვაჭრობდნენ.