19-20 აგვისტოს ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში "მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკიდან" მოწვეული ნეიროქირურგი შოთა ინგოროყვა ადგილობრივ ნეიროქირურგებთან ერთად უფასო სამედიცინო გასინჯვებს ჩაატარებს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ევექსი ავრცელებს.
ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში კონსულტაციები 11:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე გაგრძელდება. წარმოებს პაციენტების წინასწარი ჩაწერა: +995 32 2 55 05 05.