ალბათ ყველას ვისაც ზღვა უყვარს, სურვილი აქვს ზაფხულში ზღვის პირას დაისვენოს და შვებულება მშვიდ და კომფორტულ გარემოში გაატაროს. იდეალურია ამ ყველაფერს თუ მოსახერხებელი ფასი და უფრო მეტიც – ფინანსური მოგებაც ახლავს. ამ სურვილს ბათუმში მცირე ზომის ბინის შეძენით შეისრულებთ.
მარდი ჰოლდინგი გთავაზობთ ახალ პროექტს ბათუმის ცენტრში მშენებარე სახლში – თაყაიშვილის ქუჩაზე, რომელსაც ერთი მხრივ ჭავჭავაძის ქუჩა კვეთს ხოლო, მეორე მხარეს პუშკინის ქუჩა ესაზღვრება. სწორედ აქ თაყაიშვილის ქ. № 51-53-ში შენდება "მარდი თვინს" ორი 12-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. სახლი თანამედროვე სტანდარტებით შენდება და მდებარეობაც ხელსაყრელია.
მარდი ჰოლდინგის სპეციალური შემოთავაზებით, საშუალება მოგეცემათ შეიძინოთ ბინა, რომლის ფასია მხოლოდ 890 ლარი ერთი კვადრატული მეტრზე. ანუ გამოდის, რომ 30 მ2-იანი ბინის შეძენა 26700 ლარი დაგიჯდებათ. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მარდი ჰოლდინგი გვთავაზობთ შიდა უპროცენტო განვადებას, 20%-იანი პირველადი შენატანით და თვეში 888 ლარის გადახდით, ორ წელში მშვენიერი სტუდიო ტიპის ბინის მფლობელი გახდებით, თან ბათუმის ცენტრალურ უბანში.
თუ დაფიქრდებით, ეს ძალიან კარგი შემოთავაზებაა, მაგრამ ის შეიძლება საუკეთესო გახდეს თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბათუმი არის საკურორტო ქალაქი და ყოველწლიურად უამრავი დამსვენებლი ჩამოდის და კერძო ბინებზე დიდი მოთხოვნაა. ეროვნული სტატისტიკის სააგენტოს მონაცემებით გასულ წელს ბათუმში 1 262 799 ტურისტი ჩამოვიდა. ბინის საშუალო ფასად გაქირავებით, 6 წელში ბინის სრული ღირებულების ამოღებაა შესაძლებელი. გამოდის, რომ 2 წელი ვაკეთებთ შენატანს, რის შემდეგაც უკვე ვიწყებთ ბინის გაქირავებას და ნელა-ნელა უკან ვიბრუნებთ გადახდილ თანხას. შედეგად ბათუმში ბინა იქცევა თქვენთვის ზაფხულში დასასვენებელ ადგილად და წლის სხვა პერიოდში შემოსავლის წყაროდ. ასე, რომ იჩქარეთ და დაგვიკავშირდით: 574202020.