ბათუმი აგრძელებს ცნობილი მუსიკოსების და გასართობი შოუების მასპინძლობას.26 აგვისტოს ზღვის სანაპიროზე კლუბ “ბუმ-ბუმ ბიჩში” ბრიტანელი დიჯეები ბათუმის სტუმრების და ბათუმელების გართობაზე იზრუნებენ.
ელექტრონული მუსიკის ანდერგრაუნდის მიმართულების თვალსაჩინო წარმომადგენლები GEORGIA GIRL და LUCAS ROSA 22:00 საათიდან დილის 6 საათამდე დაუკრავენ.
ლონდონელ დიჯეები ბარსელონას, ბერლინის და ვილნიუსის შემდეგ ბათუმს სტუმრობენ კომპანია Keep On Going-ის და Just Because-ს მოწვევით. როგორც იცით, აღნიშნული ორგანიზატორების მიერ ჩატარებული ღონისძიებები დაუვიწყარი შოუს ელემენტებით გამოირჩევა.