ბათუმში ქართული სიგარისა და ღვინის საპრეზენტაციო-სავაჭრო სივრცე იხსნება

424

18 აგვისტოს 18:00 საათზე სასტუმრო "ეიფორიაში" გაიხსნება ქართული სიგარებისა და ღვინის საპრეზენტაციო-სავაჭრო სივრცე. წარმოდგენილი იქნება შპს "იმერის" მიერ წარმოებული 29 დასახელების სიგარა, სიგარილა და გასახვევი თამბაქო; ასევე თურმანიძის მარნის ქართული ტრადიციული მეთოდით ქვევრში დამზადებული ქედაში მოწეული ჩხავერისა და ცოლიკაურის ღვინო და "უზადოს" საფირმო ნიშნის ღვინოები.

ღონისძიებას დაესწრებიან აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები, აჭარის სოფლის მეურნეობის, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ბათუმის მერიისა და ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

საპრეზენტაციო-სავაჭრო სივრცე შეიქმნა ქედის მუნიციპალიტეტში წარმოებული პროდუქციის წარმოჩენისა და რეალიზაციის მიზნით. ტურისტებსა და ადგილობრივებს საშუალება ექნებათ გაეცნონ სიგარის წარმოების ტექნოლოგიებს და ადგილზევე იხილონ, როგორ ხდება მისი დამზადება. სტუმრებს შეეძლებათ თავად დაამზადონ საკუთარი სიგარები. აქვე ყოველდღიურად ქართული ღვინის უფასო დეგუსტაცია მოეწყობა.

შპს იმერი და თურმანიძის მარანი მარდი ჰოლდინგის შვილობილ კომპანიებს წარმოადგენს.

Comments
Loading...