ბათუმში შემოდგომა-ზამთრის ყვავილების დარგვა დაიწყო

7

ბათუმში შემოდგომა-ზამთრის სეზონურად მოყვავილე ერთწლოვანი ყვავილების დარგვა მიმდინარეობს. სხვადასხვა სახის ყვავილების დარგვა დაგეგმილია სკვერებში, პარკებში, გზაგამყოფებში და მწვანე სივრცეებში.

ქალაქში დარგვითი სამუშაოები ეტაპობრივად გაგრძელდება. მიმდინარე წლის ბოლომდე გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურს 500 000 ჩითილის დარგვაა დაგეგმილი.

Comments
Loading...