ბიძინა ივანიშვილი: სასტუმროებს რა თავში ვიხლი, საერთო საქმისთვის ვაკეთებ

89

ამის შესახებ აპარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, გადაცემაში "აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" განაცხადა.

"ერთმა ცნობილმა და საპატივსაცემო ქალბატონმა მკითხა, რათ გინდა სასტუმროებს რომ აშენებ, ფული გაკლიაო. რა თქმა უნდა რათ მინდა, რა თავში ვიხლი, უკაცრავად. მხოლოდ საერთო საქმისთვის ვაკეთებ, ეს არის უპრეცენდენტო სამსაფეხურიანი სასტუმრო. ნახეთ, 4 წუთი უნდა საბაგიროთი ცენტრიდან, რომლითაც ადიხარ და შეგიძლია გოლფი ითამაშო. მესამე საფეხურია თაბორის მთა, სადაც სასტუმროც გაკეთდება, გოლფის მოედანიც. უცხოელი ბიზნესმენები აღფრთოვანებულები არიან. ეს ბიძგს მისცემს ტურიზმის და სხვა მიმართულების განვითარებას ქვეყანას. მე ვაკეთებ ისეთ პროექტს, რომელიც ძვირი ჯდება და რომლის გაკეთებაც შეიძლება ყველამ ვერ მოახერხოს.

ასევე მინდა ვთქვა პანორამაზე რომ ვთქვა იქნება სამი ცენტრი. შუაში გაკეთდება დიდი საკონფერენციო სივრცე", – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

Comments
Loading...