სამივე კომპანიის საინჟინრო ბრიგადები დღეს სტიქიის ზონაში გაემგზავრნენ. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის, რუსთავისა და მცხეთის წყლის პროფესიონალური ჯგუფები ადგილზე მობილიზებულ ძალას სხვადასხვა ხელსაწყოებით, ასევე სპეციალური წყლის რეზერვუარებით დაეხმარებიან. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ავრცელებს.
საინჟინრო ბრიგადები ორ ძირითად ჯგუფად დაიყოფიან და სხვადასხვა ლოკაციაზე, შრომის უსაფრთხოების ინსპექტორებთან ერთად იმუშავებენ. ჯგუფები ტყის მასივებში, სპეციალური, მაღალი გამავლობის ავტომანქანებით გადაადგილდებიან.
წყალმომარაგების კომპანიების წარმომადგენლები პროცესში მონაწილეობას კომპეტენციებიდან გამომდინარე მიიღებენ და ხანძრით დაზიანებულ ტერიტორიებზე აღდგენით სამუშაოებში ჩაერთვებიან.