დიდი ბრიტანეთის სამომხმარებლო ფასების ინდექსი ნოემბერში 5.1%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ONS) აქვეყნებს.
გავრცელებული ინფლაციით, ნოემბერში ინფლაცია თითქმის ერთი პროცენტული პუნქტით მეტია ვიდრე ოქტომბერში. წინა თვესთან შედარებით, ნოემბერში დიდ ბრიტანეთში ინფლაციამ 0,7% შეადგინა.
წლიური ინფლაცია ზედიზედ მეორე თვეა დაჩქარდა.
დღეისათვის წლიური ინფლაცია დიდ ბრიტანეთში ყველაზე მაღალია 2011 წლის სექტემბრის შემდეგ.
ინფლაციის ზრდის მთავარი მიზეზი ტრანსპორტის სექტორში ფასების ზრდაა, განსაკუთრებით საწვავის და მეორადი მანქანების ღირებულების მატება.