კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონული დირექტორის, ბრუნო ბალვანერას განცხადებით, EBRD-ი სრულად იზიარებს საქართველოს პრემიერმინისტრის სამოქმედო გეგმას ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებით.
“გუშინ საქართველოს ბიზნესასოციაციის ოფისის გახსნას დავესწარი. აღნიშნული ასოციაცია საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან და წარმატებულ მეწარმეებს აერთიანებს. ხსენებულ ბიზნესმენებს, მეწარმეებსა და აქციონერებს აერთიანებს თავიანთ ქვეყანაზე ზრუნვის სურვილი. შეხვედრაზე პრემიერმინისტრს მიეცა შესანიშნავი შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დაეფიქსირებინა საკუთარი პოზიცია საქართველოს მომავალთან დაკავშირებით.
მის ამ რწმენას იზიარებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიც და ჩვენ წარმოვადგენთ ახალ სტრატეგიას. იმედია, დოკუმენტი შემდეგ კვირაში, ლონდონში დამტკიცდება. ჩვენი სტრატეგია ეყრდნობა რეფორმის იმ ოთხ ძირითად მიმართულებას, რომელზეც საქართველოს პრემიერმინისტრმა სამთავრობო სტრატეგიის ფარგლებში ისაუბრა. ჩვენ გამოვყავით გარკვეული მიმართულებები”, – განაცხადა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, ბრუნო ბალვანერამ.
ბრუნო ბალვანერას აზრით, კარგია, რომ გადასახადებიდან დამატებით მიღებული შემოსავალები საქართველოში ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიიმართება კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონული დირექტორი ბრუნო ბალვანერა მიიჩნევს, რომ გადასახადების განაკვეთის გაზრდის შედეგად, მთავრობა ყოველწლიურად დამატებით შემოსავალს, დაახლოებით 700 მილიონი ლარს მიიღებს.
“ამჟამად საქართველო გარკვეული გამოწვევების წინაშეა. მათ შორისაა ინფრასტრუქტურული ინვესტიციების უდიდესი საჭიროება. ამისათვის საჭირო ხარჯები ქვეყანამ ამა თუ იმ ფორმით უნდა გაიღოს. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ქვეყნის ბიუჯეტი მტკიცდება და ეს დოკუმენტი მთავრობის ეფექტურობასაც შეეხო.
მთავრობამ უნდა გაზარდოს გარკვეული გადასახადები, საპროცენტო განაკვეთები – რეგულაციების თანახმად, მთავრობის მიერ გადასახადების გაზრდა შეუძლებელია, თუმცა არსებობს სფეროები (აქციზის გადასახადების ნაწილი), სადაც ეს შეიძლება მოხერხდეს. გაიზრდება ავტომობილების იმპორტის გადასახადი მარჯვენა და მარცხენასაჭიანი ავტომანქანების შორის დიფერენციაციის გათვალისწინებით.
დაანონსდა levitra pricing ასევე, თამბაქოსა და სათამაშო ბიზნესზე აქციზისა და მოსაკრებლის განაკვეთის ზრდა. ჩვენი აზრით, ამ გადასახადების განაკვეთის გაზრდის შედეგად, ქვეყანა ყოველწლიურად მიიღებს დამატებით შემოსავალს დაახლოებით 700 მილიონი ლარის ოდენობით, რაც ძალიან კარგი იქნება ზემოთ ნახსენები ინფრასტრუქტურული განვითარების მიზნებისათვის.
ვფიქრობ, მარჯვენა და მარცხენასაჭიანი ავტომანქანებს შორის დიფერენციაცია სრულიად მიზანშეწონილია. ჩვენი აზრით, ის პროდუქტები, რომლებზეც იმპორტის გადასახადის მატებაა მოსალოდნელი, მიეკუთვნება ე.წ. ფუფუნების საგნებს – რაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილისათვის საარსებოდ აუცილებელ საჭიროებას არ წარმოადგენს. რა თქმა უნდა, არსებობს რეგულაციების გაუმჯობესების საჭიროება, რადგან ამჟამად აღნიშნული გადასახადები ძალიან მაღალი არ არის.
მთავრობამ გამოაცხადა მოსახლეობის უცხოურ ვალუტაზე დამოკიდებულების შემცირების აუცილებლობის შესახებ – ამჟამად, მოსახლეობის დანაზოგები და კრედიტები, ძირითადად, აშშ დოლარშია. თუ ლარის კურსის ცვალებადობას საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტებს – თურქულ ლირას ან თუნდაც მეზობელი ქვეყნის – რუსულ რუბლს შევადარებთ, ცხადი გახდება, რომ საქართველოს ეროვნული ვალუტა არ გაუფასურებულა იმ ზომით, რა ზომითაც ეს აშშ დოლართან მიმართებაში მოხდა.
ის გარემოება, რომ მცირე მოვალეების კრედიტები აშშ დოლარშია, მათ საფრთხეში აგდებს – ქმნის რისკებს, რომელთა მართვაც მათ არ შეუძლიათ. ოჯახები, რომელთაც შედარებით მოკრძალებული შემოსავალი აქვთ ლარში, ხოლო იპოთეკური სესხები – დოლარში, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ კურსის ცვალებადობის გამო. ამდენად, მნიშვნელოვნად მიმაჩნია დაანონსებული ზომები, რომელთა მიზანიც მცირე მოვალეებისათვის დოლარზე დამოკიდებულების შემცირებაა.
მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმის მნიშვნელობა დიდია მოსახლეობისთვის სარგებლის მოტანის თვალსაზრისით. ამაში ახალი არაფერია – ამ მიმართულებით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი რამდენიმე წელია, რაც მუშაობს. სწორედ ამ მოტივით გამოვუშვით ლარით დენომინირებული ობლიგაციები და ამ მიზნით ვაფინანსებთ ლარს ბანკებისათვის მცირე კომპანიებთან და მცირე მოვალეებთან შემდგომ ოპერაციებში გამოყენებისათვის. თვალსაჩინოა, რომ ეს მნიშვნელოვანი ზომებია და სხვა განვითარებად ეკონომიკებში მსგავსი ღონისძიებები უკვე მიღებულია და ამ ზომებმა ხელი შეუწყო ქვეყნებში კრედიტების დოლარზე დამოკიდებულების შემცირებას. მე ვუერთდები პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებებს საქართველოს მომავალთან დაკავშირებით.
მიმაჩნია, რომ ეს რწმენა აბსოლუტურად გამართლებულია, თუმცა მთავრობის, კერძო სექტორის, კომპანიების მხრიდან დიდ ჩართულობასა და შრომას მოითხოვს. ძალიან კარგია, რომ სულ რაღაც გასულ კვირას, ორიოდე კვირის წინ დანიშნულმა ახალმა მთავრობამ უკვე დააანონსა თავისი გეგმები იმ ზომებთან დაკავშირებით, რომლებზეც თვეების მანძილზე ფიქრობდა და მუშაობდა. ეს იდეა შემთხვევით, ერთ დღეში არ გაჩენილა – არამედ ეს დიდი შრომის ნაყოფია, რის შედეგადაც დღეს მნიშვნელოვან რეფორმებს ვიღებთ. თუმცა ეს სულისკვეთება მომავალშიც უნდა გაგრძელდეს”, – აღნიშნა ბრუნო ბალვანერამ.