“გაიცანი საქართველო” ჯავახეთში

402

ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შიდა ტურიზმის განვითარებისა და პოლულარიზაციის მიზნით პროექტ "გაიცანი საქართველოს" აგრძელებს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ამჯერად "გაიცანი საქართველოს" მედიატურის ფარგლებში მოგზაურობა სამცხე-ჯავახეთის ისტორიულ მხარეში, კერძოდ ჯავახეთის სოფლებში მოეწყო.

ჟურნალისტბმა ფარავნის ტბა – ფოკას დედათა მონასტერი, დუხაბორების შთამომავლები, ასევე აწყრის ციხე და აწყურის ღვთისმშობლის ტაძარი მოინახულეს.

უფრო კონკრეტულად, კი ვიდეო და ფოტო ფირებზე აღბეჭდეს, ფოკას მონასტერში 6 მონაზვნის ყოველდღიური ცხოვრება, რამდენიმე სახეობის ყველისა და შოკოლადის წარმოება.

ჟურნალისტებისთვის საინტერესო ლოკაცია აღმოჩნდა სოფელი გორელოვკაც, მხოლოდ მამაკაცების მიერ მომზადებული წვნიანი, ფერად კაბებში გამოწყობილი დუხაბორები და ადგილი, რომელიც უძველეს ტრადიციებს ინახავს.

პროექტის შემდეგი გაჩერება პანკისი და თუშეთი იქნება.

Comments
Loading...