საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დასაქმებული 91 შტატგარეშე თანამშრომელია, რომელთა თანამდებობრივი სარგოსა და პრემიებისთვის 2016 წელს ჯამში 2 014 853.59 ლარი დაიხარჯა.
აღნიშნული ინფორმაცია „აიპრესს“ განათლების სამინისტროდან მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს.
მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2016 წელს 91 შტატგარეშე თანამშრომლების თანამდებობრივი სარგოსთვის გაიცა 1 466 573.59 ლარი. რაც შეეხება პრემიას, მასზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 548 280 ლარი ლარი დაიხარჯა. შტატგარეშე თანამშრომლებზე დანამატი არ გაცემულა.
ამავე ინფორმაციის თანახმად, განათლების სამინისტროს საშტატო ნუსხით განსაზღვრულია მინისტრის მრჩევლის მხოლოდ ერთი საშტატო ერთეული, რომელიც ამ ეტაპზე ვაკანტურია. ასევე შიდა აუდიტის დეპარტამენტში დასაქმებულია 1 შტატარეშე მოსამსახურე (შიდა აუდიტის დეპარტამენტის მრჩეველი).
"რაც შეეხება, განათლების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ დაწესებულებებში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში მრჩევლების არსებობას, გაცნობებთ, რომ სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრის დირექტორს ჰყავს ერთი მრჩეველი", – მოგვწერეს განათლების სამინისტროდან.