გარდაბნის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს 4 ოქტომბერს გაზმომარაგება შეუწყდება

38

მიმდინარე წლის 4 ოქტომბრის დილის 09:00 საათიდან საღამოს 17:00 საათამდე გარდაბნის მუნიციპალიტეტში კერძოდ, შემდეგ სოფლებს საცხენისს, ძელახოს, სააკაძესა და ახალსოფელს გაზმომარაგება შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია “სოკარ ჯორჯია გაზი” ავრცელებს.

აბონენტებისთვის გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი, გაზსადენზე მიმდინარე სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოები გახდა. აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება 4 ოქტომბრის 17:00 საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ.

კომპანია “სოკარ ჯორჯია გაზი” ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ „სოკარ ჯორჯია გაზი”;-ს ცხელ ხაზზე: 16 114 ან ეწვიეთ ვებ-პორტალს www.mygas.ge.

Comments
Loading...