გასაიდუმლოებული შეხვედრა შუშის სასახლეში, მუქარა და კულუარული ომი ბიზნესისთვის, – ამის შესახებ იქნება საუბარი გადაცემაში "ინტერვიუ ვანიჩკასთან", რომელიც დღეს, ოთხშაბათს, ტელეკომპანია "იბერიას" ეთერში, ტრადიციულად, 21:300 საათზე გავა.
მართალია, რესპონდენტის ვინაობა არც ამჯერად კონკრეტდება, მაგრამ როგორც გადაცემის ავტორი და პროდიუსერი ვანო პავლიაშვილი ამბობს, საზოგადოებისთვის ცნობილი ქალბატონი პირადი ცხოვრების დეტალებს მოყვება.
"ესაა სიმართლე, რომელიც არასოდეს თქმულა", – აცხადებს პავლიაშვილი და დასძენს, რომ მაყურებელი დღევანდელი გადაცემიდან შეიტყობს, თუ რა გზა გაიარა ერთ-ერთმა ცნობილმა ადამიანმა ობლობიდან წარმატებამდე.
შეგახსენებთ: დაუმონტაჟებელი ინტერვიუების ციკლი – "ინტერვიუ ვანიჩკასთან" ტელეკომპანია "იბერიას" ახალი პროექტია, რომელიც ეთერში ყოველ ოთხშაბათს, 21:30 საათზე გადის. ამ ეტაპზე გადაცემის სტუმრები იყვნენ: საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის ყოფილი უფროსი ირაკლი ბათიაშვილი; ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" თავმჯდომარე გიორგი ლომია, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას უფროსი ვაჟი კონსტანტინე გამსახურდია და შს ყოფილი მინისტრი, ამჟამად დეპუტატი კობა ნარჩემაშვილი.