გახარია: თბილისიდან ყარსში მატარებლის ჩასვლა უკვე შესაძლებელია

341

"პირველადი დათვალიერების შედეგებმა აჩვენა,რომ დღეს თბილისიდან ყარსში მატარებლის ჩასვლა შესაძლებელია", – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ კარწახში განაცხადა.

მისი თქმით, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის სრულად განსახორციელებლად,ინფრასტრუქტურული სამუშაოებია ჩასატარებელი.

"ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ვფიქრობ ეს არის მხოლოდ ტესტირების ეტაპი. კიდევ რისი გაკეთებაა საჭირო მოცულობით დროში,რა თქმა უნდა ფინანსურ ნაწილშიც,იმისთვის რომ სრულად დამთავრდეს ეს სარკინიგზო ხაზი,ამის გასარკვევად დაგვჭირდება 10 დღე",- აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მინისტრის განცხადებით, ბაქო-თბილისი ყარსის სარკინიგზო ხაზი დიდ რეგიონებს აკავშირებს ერთმანეთთან.

"ეს სარკინიგზო ხაზი ჩინეთს ევროპასთან აკავშირებს. პრინციპულად ხარისხობრივად იცვლება ლოგისტიკა რეგიონში,ასევე ის დიდი ვაჭრობა,რომელიცაა ყაზახეთსა და თურქეთს შორის, ჩინეთსა და თურქეთს შორის ამის ნაწილობრივ მომსახურება უკვე შესაძლებელია ამ სარკინიგზო ხაზით. დღეს იყო უკვე საუბარი იმაზე,რომ დროა მეორე ხაზზე დავიწყოთ ფიქრი,რადგან პერსპექტიული მოცულობები გადაზიდვების არის საკმაოდ მაღალი", – აცხადებს ეკონომიკის მინისტრი.

ცნობისთვის, საქართველოს ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრ აჰმმედ არსლანთან და აზერბაიჯანის რკინიგზის ხელმძღვანელ ჯავიდ ყურბანოვთან და სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის ინსპექტირების მიზნით თბილისიდან კარწახამდე მატარებლით გაემგზავრა.

Comments
Loading...