ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ინდოეთში ვიზიტთან დაკავშირებით მინისტრთა კაბინეტს ინფორმაცია მიაწოდა. მინისტრის თქმით, ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მუშაობას იწყება.
"ვიზიტის შედეგად ხელი მოეწერა საერთო განცხადებას მიზანშეწონილობის კვლევის დაწყების შესახებ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე და ამ განცხადებას ხელი მოეწერა ინდოეთის კომერციის მინისტრთან.
შედეგად, ჩვენ მიზნად დავისახეთ, 6 თვეში ამ კვლევის დასრულება, რომ რაც შეიძლება მალე, იმ შემთხვევაში, თუ მიზანშეწონილობა დაფიქსირდება ორივე მხარის მხრიდან, გაფორმდეს მსგავსი ხელშეკრულება", – აღნიშნა გიორგი გახარიამ.