გახდი რჩეული სკოლა საქართველოში – ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსში ჩასაბმელად 2 თვე დარჩა

21

გახდი რჩეული სკოლა საქართველოში – შექმენი ეკოკლუბი, დარეგისტრირდი ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსში, იაქტიურე და მიიღე პრიზები. ეკოკლუბის შესაქმნელად და აქტივობების განსახორციელებლად 2 თვეზე მეტია დარჩენილი.

2014 წელს, CENN-ის პროექტის – “ტყის მდგრადი მართვა” ფარგლებში, საქართველოში დაარსდა – სასკოლო გარემოსდაცვითი კონკურსი, სახელად, ნიკო კეცხოველის პრემია. პროექტს ფინანსურად მხარს უჭერს ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა.

კონკურსისთანაორგანიზატორები არიან: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;  საქართველოს პარლამენტი.

დაარსებიდან დღემდე კონკურსში მონაწილეობა მიიღო 1,000–ზე მეტმა სკოლამ.

კონკურსის მთავარი მიზანია, უკეთ დაგანახოთ, რომ საკუთარი ხელით შეგიძლიათ განახორციელოთ ცვლილებები და გააუმჯობესოთ ბუნებრივი და სოციალური გარემო. კონკურსში მონაწილეობის მიღებით თქვენ თავად გახდებით მდგრადი განვითარების პროცესის მონაწილენი.

Comments
Loading...