თურქეთის შემოსავალი ტურიზმიდან 2016 წელს, წინა წელთან შედარებით, უსაფრთხოების სიტუაციის გაუარესების გამო, 29,7%-ით დაეცა. აღნიშნულის შესახებ Associated Press-ი წერს, რომელიც ოფიციალურ სტატისტიკას ეყრდნობა. ექპერტების მიერ დაანგარიშებული მონაცემების მიხედვით, გასულ წელს, თურქეთის შემოსავალმა ტურიზმიდან 22,1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
აღნიშნული მაჩვენებლის დაცემა ქვეყანაში მომხდარი ტერაქტების სერიის ფონზე მოხდა. კერძოდ, 2016 წლის ივნისში, ტურისტული სეზონისას, ტერორისტები სტამბოლში, ათათურქის საერთაშორისო აეროპორტს თავს დაესხნენ, რასაც 40 ადამიანი ემსხვერპლა.
ტურისტებს აგრეთვე აშინებს თურქეთში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, რომელიც გასული წლის ივლისში მოხდა.
Comments
Sign in
Sign in
Recover your password.
A password will be e-mailed to you.