გერმანია, ტრამპის პოზიციების გამო, “ჩრდილოეთ დინება-2”-ის გაზსადენის მშენებლობაზე უარს არ იტყვის

86

აშშ-ის პოზიციების გამო, გერმანია უარს არ იტყვის რუსეთთან შეთანხმებაზე ენერგეტიკულ სფეროში, რომელიც გაზსადენ "ჩრდილოეთ დინება-2"-ის მშენებლობას ეხება. ამის შესახებ ქვეყნის სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავჯდომარე ანდრეა ნალესი Funke-თან ინტერვიუში აცხადებს.

"არ დავუშვებთ, რომ ჩვენს შეთანხმებაზე ენერგეტიკულ სფეროში უარი გვათქმევინონ მხოლოდ იმიტომ, რომ ამერიკის პრეზიდენტი ამას ვერ შეურიგდება", – აცხადებს ნალესი.

აქამდე გერმანიის ეკონომიკის აღმოსავლეთ კომიტეტში განაცხადეს, რომ აშშ-ის ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც ძალაში 22 აგვისტოს შევა, საფრთხეს უქმნის ევროკავშირის კომპანიებისა და მოსკოვის თანამშრომლობას ენერგეტიკულ სფეროში.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ივლისის დასაწყისში განაცხადა, რომ გაზსადენ "ჩრდილოეთ დინება-2"-ის მშენებლობა გერმანიას რუსეთის მონად აქცევს. ამაზე საპასუხოდ, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ბერლინი ამ საკითხთან დაკავშირებით თავად მიიღებს გადაწყვტილებას. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კი, თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტის განაცხადს სუფთა წყლის იდეოლოგია უწოდა.

Comments
Loading...