შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და ქვეყანაში დაგეგმილი ეკონომიკური რეფორმები იყო საუბრის მთავარი თემა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი გახარიასა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკს შორის გამართულ შეხვედრაზე.
მხარეებმა ასევე განიხილეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები.
ბრიჯიტ ბრინკის განცხადებით, შეერთებული შტატები ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, ეკონომიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში საქართველოს მხარდაჭერას კვლავ განაგრძობს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართულ შეხვედრას, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან ერთად, საქართველოში აშშ-ს ელჩი იან კელი ესწრებოდა.