“გიორგი ვაშაძე ერთობა-ახალი საქართველოს” მერობის კანდიდატი ლილოს დასახლებაში სოციალურად დაუცველ ოჯახებს შეხვდა

308

"გიორგი ვაშაძე ერთობა- ახალი საქართველოს" მერობის კანდიდატი ლილოს დასახლებაში სოციალურად დაუცველ ოჯახებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. 18სოციალურად დაუცველი ოჯახი ავტოფარეხებში, უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ. მოსახელობას უამრავი პრობლემა აწუხებს. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ელექტრო ენერგიის მიწოდებაა, რადგან დენი მათ სრულადარ მიეწოდებათ.

"სიტუაცია არის ძალიან რთული, საკითხი არის მარტივი – სწორი მენეჯმენტი. ამ შემთხვევაში ხალხს ეცოდინება როდის მოუგვარდებათ ელექტორ ენეგიის პრობლემა, როდის მოუგვარდება წყლის პრობლემა. თბილის უნდა იყოს სოციალური სოლიდარობის ქალაქი,  ერთმანეთს გვერდში უნდა დავუდგეთ, მაგრამ როცა გყავს ბიუორკრატები, რომლებიც მხოლოდ იმაზე ფიქრობენ ხელფასს რამდენს აიღებენ, პრემიას რამდენს აიღებენ და წილში რომელ ტენდერში ჩაჯდებიან, მათთვის ეს საზრუნავი საკითხი აღარაა. მათ საერთოდ არ აინტერესებთ ის პრობლემები, როელიც ქალაქში არის. ამ პრობლემების გადაწყვეტა არის სწორი მენეჯმენტის საკითხი. ამ პრობლემის ფული ბიუჯეტში არის მაგრამ, როცა ამ ფულს სხვები ჭამენ და ჯიბეში იდებენ რა თქმა უნდა ამ ხალხის პრობლემები არ მოგვარდება."

Comments
Loading...