გიორგი ვაშაძე: ვიწყებთ კონკრეტულ რეფორმებზე მუშაობას ილინოისის შტატში

802

"ინოვაციებისა და განვითარების ფონდის" დამფუძნებელი, გიორგი ვაშაძე შტატებში ოფიციალურ შეხვედრებს განაგრძობს. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა სენატორ მაიკლ ზალევსკთან, რომლის ინიციატივიტაც ბლოკჩეინ ტექნოლოგიის სამუშაო ჯგუფი ჩამოყალიბდა. ჯგუფი   რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს. "ინოვაციებისა და განვითარების ფონდის" ექსპერტები, უცხოელ კოლეგებს გაუზიარებენ ცოდნასა და გამოცდილებას აღნიშნული მიმართულებით.

"გვქონდა სამუშაო შეხვედრა სენატორთან. განვიხილეთ საწყისი მიმართულებები და ნაბიჯები, სადაც ბლოკჩეინ ტექნოლოგიის დანერგვას დავიწყებთ. ვიმუშვებთ სხვადასხვა მიმართულებით. ბიუროკრატიისა და ტრანზაქტული დანახარჯების შემცირება მოსახლეობისთვის, ასევე კორუფციისგან თავისუფალი სერვისების შეთავაზება ადგილობრივებისთვის, რომელმაც ბიძგი უნდა მისცეს ახალი თაობის ეკონომიკის სწრაფ განვითარებას", – განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, ბლოკჩეინ ტექნოლოგია არის სრულიად ინოვაციური, ახალი თაობის რეფორმა თანამედროვე მსოფლიოსთვის. ვაშაძის განცხადებით, სასიხარულოა, რომ ილინოისის შტატმა, „ინოვაციებისა და განვითარების ფონდთან“ თანამშრომლობის სურვილი გამოხატა. ვაშაძემ განმარტა, რომ ფონდის ექსპერტები, მაქსიმალურად გაუზიარებენ ცოდნასა და გამოცდილებას უცხოელ კოლეგებს.

შეგახსენებთ, "ინოვაციებისა და განვითარების ფონდი" ილინოისის შტატის მიწვევით, ბლოკჩეინ ტექნოლოგიის ჯგუფის წევრი გახდა. 

Comments
Loading...