"ინოვაციებისა და განვითარების ფონდის" დამფუძნებელი, გიორგი ვაშაძე, კიევის მმართველი პარტიის "პეტრო პოროშენკოს ბლოკის-სოლიდარობის" ლიდერებს შეხვდა.
"სოლიდარობის" ცენტრალურ ოფისში გაიმართულ საკოორდინაციო შეხვედრაზე, განიხილეს მიწის რეფორმასთან დაკავშირებული საკითხები. იმსჯელეს, მიწის რეგისტრაციის საკითხის გამარტივებასა და შემდგომში ინვესტიციების მოზიდვის თემაზე.
"გავმართეთ შეხვედრა მმართველი პარტიის წევრებთან. აღნიშნული რეფორმა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია იმისთვის, რომ მოხდეს პოსტ-საბჭოთა ქვეყნების საბაზრო ეკონომიკის გარდაქმნა. ხშირ შემთხვევაში, ადამიანები ვერ ახერხებენ მიწის დამუშვებას, რადგან ვერ იღებენ კრედიტს ბანკებიდან. ინვესტიციების მოზიდვისა და აგრარული ბიზნესის განვითარებისთვის, აუცილებელია მოხდეს მიწის რეგისტრაციის გამარტივება", -განაცხადა ვაშაძემ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ისეთი რთული საკითხების მოგვარება, როგორიცაა მიწის რეფორმა, მოხდეს პროფესიონალურ დონეზე და არ იქცეს ფორმალობად. ისევე, როგორც ეს უკრაინაში ბოლო 25 წელია ხდება. ვაშაძის განცხადებით, "ინოვაციებისა და განვითარების ფონდი" მმართველ პარტიასთან თანამშრომლობით, მაქსიმალურადაა პროცესში ჩართული.
შეგახსენებთ, "IDF"-მა უკრაინის მმართველ პარტიასთან, "პეტრო პოროშენკოს ბლოკთან-სოლოდარობა" გააფორმა მემორანდუმი. ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, "ინოვაციებისა და განვითარების ფონდმა" კიევში რამდენიმე რეფორმაზე დაიწყო მუშაობა.