გიორგი ვაშაძე თბილისის გენგეგმასთან დაკავსირებით განცხადებას ავრცელებს

192

პოლიტიკური პლატფორმა-ახალი საქართველოს ლიდერი, თბილისის გენგეგმასთან დაკავსირებით განცხადებას ავრცელებს და კახა კალაძეს მიმართავს.  გორგი ვაშაძის თქმით,  პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების ერთიანობის სედეგად, მერიამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

"პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების  ერთიანობის შედეგად მივაღწიეთ იმას, რომ თბილისის მერიამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო გენგეგმასთან დაკავშირებით. ამ საკითხის დასამუშვებლად განსაზღვრულია  ორთვინაი ვადა, რომელიც ჩვენს შეთავაზებაშიც იყო.

კახი გთავაზობთ ნებისმიერ დროს და ადგილას შევიკრიბოთ და სამუშო პროცესში გავიაროთ ის კომპონენტები, რა კუთხითაც დასამუშვებელია გეგმა. მნიშვნელოვანია, დასრულდეს ქაოსი რაც დღეს  ქალაქშია და შესაბამისად,  რაც შეიძლება სწარაფად მიიღოს ქალაქმა განვითარების გეგმა.

რაც ყველაზე მთავარია, უნდა იქნას გათვალისწინებული  თანამედროვე  და  ინოვაციური ტექნოლოგიები, რაც გაგვიმარტივებს თბილისის წინაშე მდგარი ყველა პრობლემის გადაწყვეტას.

მნიშვნელოვანია,  რომ რაც შეიძლება სწარფად იყოს მიღებული გადაწყვეტები ქაოტურ მშებენლობაზე, სატრასპორტო ინფრასტრქტურაზე, გზებზე და ასევე გარემოს დაცვითი მიმართულებით, რაც პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნომერ პირველი პრობლემაა თბილისში, რადგან ჰაერი, რომელიც ქალაშია, თბილისის მაცხოვრებლებს კლავს“-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

Comments
Loading...