"ახალი საქართველოს" წევრებმა, დედაქალაქში არსებული სოციალური მდგომარეობის შესახებ, კვლევის შედეგები შეაჯამეს. პარტიის ოფისში, დღეს გამართულ შეხვედრაზე, გიორგი ვაშაძემ და ოპოზიციური პარტიის წევრებმა ის მონაცემები წარმოადგინეს, რაც თბილისის მასშტაბით დღეს არსებობს.
"7000-ზე მეტი ადამინი დგას დღეს უფასო სასადილოების რიგში. ჩვენ გვაქვს კონკრეტული შეთავაზება, რომელსაც მომავალ კვირას გავაცნობთ თბილისის მერიას, შეთავაზება, თუ საიდან უნდა გამოვნახოთ თანხები და დავაკმაყოფილოთ ეს ადამიანები. გვაქვს არსებული პრობლემის მოვარების კონკრეტული გეგმა, რომლის განხორციელების სემტხვევაშიც, ეს ადამიანები აღარ იშიმშილებენ", – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
"ახალი საქართველოს" მიერ გასაჯაროებული კვლევის შედეგებით ირკვევა, რომ 94 410 ადამიანი თბილისში არის სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე. აქედან 31 243 ბავშვია. 39251 ბენეფიციარი იკვებება უფასო სასდილოში,7030 მოქალაქეზე მეტი კი ერთ წელზე მეტია ელოდება რიგს. პარტიაში განმარტავენ, რომ იმ 7030 ადამიანის გამოკვება, რომელიც რიგს ელოდება, მერიას, ერთი წლის განმავლობაში დაუჯდებოდა 3 მილიონ 227 821 ლარი, რაც ბიუჯეტისთვის მინიმალური ხარჯია და არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.
"ახალი საქართველოს" წევრებმა, ასევე აღნიშნეს, ტელე და ინტერნეტ რეკლამებისთვის დედაქალაქის მერიის საბიუჯეტო სახსრებიდან, მხოლოდ მარტსა და აპრილში 411 ათასი ლარის რეკლამა შეისყიდა. გარე რეკლამის ბანერებისთვის კი 97400 ლარი გადაიხადა.
ასევე, დედაქალაქის მერიას, ბალახის მწვანე გაზონის მოწყობა და მეტროსადგურ ავლაბარის ფასადზე ვერტიკალური კედლის აღდგენა, პატრონობა (კედელი დაფარულია სხვადასხვა სახის მცენარეებით) 320 200 ლარი უჯდება.
სხვადასხვა ღონისძიებებზე გამოსაყენებელ ფოიერვერკებში მერიამ 78 941 ლარი გადაიხადა.
"ახალ საქართველოში" განმარტავენ, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ გააკეთეს განცხადება აღნიშნულ საკითხებზე, მერიის მხრიდან თემას რეაგირება არ მოჰყოლია.
შეგახსენებთ, "ახალი საქართველო" თბილისის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობას განაგრძობს. ღია ქოლის პრინციპით შეირჩა ასობით ადამიანი, რომლებიც მუშაობენ სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე. გიორგი ვაშაძის განცხადებით, ერთ კვირაში, "სამოქალაქო პლატფორმა- ახალი საქართველო" დედაქალაქის მერიასა და საკრებულოს შესთავაზებს კონკრეტული პრობლემების გადაჭრის სრულიად ახლებურ და ინოვაციურ ხედვებს.