გიორგი ვაშაძე სოციალურად დაუცველ ოჯახებს შეხვდა

303

"ერთობა-ახალი საქართველოს" მერობის კანდიდატი სანზონაში, ყოფილ მე-15 სკოლაში 50-მდე სოციალურად დაუცველ ოჯახს, ნაძალადევის მაჟორიტართან და პარტიის სხვა წევრებთან ერთად შეხვდა. გიორგი ვაშაძე და ნათია ტაბლიაშვილი ადგილზე გაეცნენ მათ პრობლემებს.

50-მდე სოციალურად დაუცველი ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. მათი თქმით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ანტისანიტრიაა, რადგან სარდაფი ვირთხებით და ქვეწარმავლებით არის სავსე.  ოჯახების თქმით, თელასმა შენობაში ელ-ენერგიის მხოლოდ ერთი ხაზი შემოიყვანა,  დანარჩენი კი თვითონ მოსახლეობამ კუსტარულად, საკუთარი სახსრებით გაიყვანა, რაც დამატებით საფრთხეს ქმნის.

"ეს ყველაფერი ხდება თბილისში, თბილისშ რომელსაც აქვს შესაძლებლობა ეს პრობლემები ძალიან სწრაფად მოაგვაროს. ეს მარტივი სამენეჯმენტო საკითხია. სამწუხარო ის არის რომ თბილისში და მთლიანად საქართველოში ბიუროკრატებს ჰგონიათ რომ მათთვის შეიქმნა ხელისუფლება და მათი ხელფასებისთვის არსებობს ეს თანამდებობები და არა იმ ადამიანებისთვის, ვისაც მართალ ამ პრობლემების მოგვარება სჭირდება. ძალიან კონკრეტულად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ორი-სამი თვის საქმეა და ყველაფერი იქნება გასუთავებული და აწყობილი. ამ ადამიანებს გვერდში დგომა სჭირდებათ, რომ გამოვიდნენ ამ გაჭირვებიდან და პრობლემური მდგომარეობიდან", – განაცხადა გიორგი ვაშაძემ. ყოფილი მე-15 სკოლა ეკონომიკის სამინისტოროს ბალანსზე ირიცხება.

Comments
Loading...