გიორგი ვაშაძე: “ქართული ოცნება” საკუთარ მხარდამჭერებს ბიუჯეტიდან აფინანსებს

350

"პოლიტიკური პლატფორმა – ახალი საქართველოს" წევრები, დღეს მთავარ პროკურატურაში იმყოფებოდნენ. ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა, უწყებას, მათ ხელთ არსებული მტკიცებულებები გადასცეს. საქმე ეხება, ბიუჯეტიდან 2 მილიონ ლარამდე თანხის არამიზნობრივ ხარჯვას.

"გვქონდა შეხვედრა პროკურატურის წარმომადგენლებთან. შევთანხმდით, რომ ყველა მტკიცებულებას, რომელიც ამ კორუფციული სქემის შესახებ გაგვაჩნია, გადავცემთ უწყებას. ჩვენ გვაქვს 10 გამგეობის მონაცემი. ეს არის სქემა, რომელიც აწყობილია "ქართული ოცნების" მხარდამჭერების დასაფინანსებლად.  საქმე ეხება ერთჯერად ფინანსურ დახმარებებს. თანხა მერყეობს 50 ლარიდან 1500 ლარამდე. უნდა გამოვლინდეს ვინ არის პასუხისმგებელია ამ ყველაფერზე და თანხა უნდა დაბრუნდეს უკან. ჩვენ ყველა საქმეს მივყვებით ბოლომდე და სწორედ ესაა საქმის ბოლომდე მიყვანა", – განაცხდა გიორგი ვაშაძემ.

თემაზე კომენტარი გააკეთა "ახალი საქართველოს" სოციალური სამსახურის ხელმძღვანელმაც. თეონა ჭალიძის განცხადებით, აუცილებელია დაიწყოს გამოძიება და დაიკითხოს ყველა პირი.

"2016 წლის 1 იავრიდან 16 თვის განმავლობაში, თბილისში არსებულ 10 გაგეობაში, ერთჯერადი ფინანსრული დახმარების მოთხოვნით, შესულია 40 000-ზე მეტი განცხადება. აქედან დაკმაყოფილებულია 22 949 განაცხადი. დაკმაყოფილებული განმცხადებლებიდან მხოლოდ 14 869 პირს გააჩნია სოციალურად დაუცველის სტატუსი. ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაცემისას, არ არსებობს არანაირი კრიტემიუმი, რის საფუძველზეც ხდება თანხის გაცემა. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ვინ მიიღოს დაფინანსებს, გამგეობის თანამშრომელი წყვეტს", – განაცხადა თეონა ჭალიძემ.

Comments
Loading...