გიორგი ვაშაძე: ჩვენი ზე-მიზანი უნდა იყოს, თბილისი მოხვდეს ლიდერ ქალაქთა შორის

269

ყოფილი იუსტიციის მინისტრი ზე- მიზანს ისახავს და საქართველოს გლბალურ ლიდერ სახელმწიფოთა, თბილისის კი ლიდერ ქალაქთა შორის მოხვედრას გეგმავს, მისი თქმით შუალედური გზა არ არსებობს დღევანდელი ჩვენი მდომარეობით და  გზით, რომლითაც მივდივართ ჩვენ წარმატებას ვერ მივაღწევთ. ამის შესახებ "ახალი საქართველოს" ლიდერმა, დღევანდელ ღონისძიებაზე ისაუბრა.

"თანამედროვე გლობალური სამყარო  დიდ გამოწვევებს და დიდ შესაძლებლობებს გვთავაშობს, მაგრამ ამ დიდ გამოწვევებსა და შესაძლებლობებში გადარჩება მხოლოდ ის ვინც ძიერია, მხოლოდ ის ვისაც შეუძია განსაზღვრო რა უნდა. წარმატება და წარუმატებლობა ეს არის ორი გზა რომელიც შეიძლება ქვეყნებს ჰქონდეს, შუალედური გზა არ არსებობს დღევანდელი ჩვენი მდომარეობით იმ გზით, რომლითაც მივდივართ ჩვენ წარმატებას ვერ მივაღწევთ. იმიტომ რომ დღეს ჩვენ გვეუბნებიან, რომ არ უნდა გვქონდეს დიდი ამბიციები, უნდა ჩავიკეტოთ ჩვენს თავში, რომ უნდა ვიყოთ სტანდარტულად განვითარებული ქვეყანა ,რომ ჩვენ არ შეგვიძია გავაკეთოთ უფრო მეტი ვიდრე ვაკეთებ დღეს. მეორე მხრივ შეიძლება გვქონდეს ალტერნატიული გზა  როცა ჩვენ ვერთიანდებით ჩვენი ზე- მიზნის გარშემო.

ჩვენი ზე-მიზანი კი უნდა იყოს, მოხვდეს საქართველო  გლობალურ ლიდერ სახელმწიფოთა, თბილისი კი ლიდერ ქალაქთა შორის. ჩვენ ყველამ ვიცით რომ საქართველომ უნდა დაიბრუნოს თავის ისტრიული როლი ძიერ ქვეყანათა შორის და თბილის უნდა გახდეს ნაწილი ძიერი ქალაქების. ასეთ შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად შევძლებთ გაერთიანებას და წარმატების მიღწევას", – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

Comments
Loading...