გიორგი ვაშაძე: ჯანდაცვის სამინისტროს ერთკვირიანი ვადა მივეცით

399

"ახალი საქართველოს" წევრები დღეს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრა შეეხებოდა პარტიის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, გაჭირვებულ ოჯახებს სოციალრი შემწეობა რამდენიმე თვით უჩერდებათ.

"საკამოდ დაძაბული შეხვედრა გვქონდა ჯანდაცვის სამინისტროში. მიგვაჩნია, რომ ოჯახის წევრის გარდაცვალება, არ უნდა გახდეს სოციალური შემწეობის შეჩერების მიზეზი. სამინისტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს დღეს დეტალურად ვესაუბრეთ ჩვენი ინიციატივის შესახებ, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია. მომავალ ოთხშაბათს, სამინისტროში შეხვედრა გვაქვს დანიშნული. მივიღებთ პასუხს, მოხდება თუ არა ჩვენი ინიციატივის, საკანონმდებლო დონეზე გადაწყვეტა. თითოეულ ინიციაივას, რომელსაც ჩვენ გავაჟღებთ, აუცილებლად მივყვებით ბოლომდე და ვიპოვით გადაჭრის გზებს", – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

"ახალი საქართველოს" წევრებმა, სამინისტროში გამართლ შეხვედრაზე, წარადგინეს 1000 ხელმოწერა და მოითხოვეს, ინიციატივა საკანონმდებლო დონეზე გადაიხედოს.

"ბოლო 16 თვის მანძილზე, 11075 ადამიანს შეუჩერდა საარსეო შემწეობა სწორედ ამ მოზეზით. ეს ნინავს იმას, რომ ათასობით გაწირვებულ ადამიანს ვტოვებთ საარსებო მინიმუმის გარეშე"-განაცხადა თეონა ჭალიძემ.

მოხდება თუ არა ამ ინიციატივის საკანონმდებლო დონეზე გადაწყვეტა, მომავალ ოთხშაბათს გახდება ცნობილი. შეხვედრა 7 ივნისს, 12:00 საათზეა ჩანიშნული. შეგახსენებთ, პოლიტიკური პარტიის წევრებმა, რამდენიმე თვის წინ ამავე მოთხოვნით, საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტსაც მიმართეს.

Comments
Loading...